,,ლეიბორისტული” პარტიის თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი საკუთარი Facebook-ის გვერდზე მოკლე შეჯამებას აკეთებს დიდ ბრიტანეთში განხორციელებულ ვიზიტთან დაკავშირებით:
,,ჩემი ვიზიტი დიდ ბრიტანეთში დამთავრდა, რომელიც დატვირთული იყო ძალიან საინტერესო შეხვედრებით ლორდთა პალატაში, თემთა პალატაში, პარლამენტის ხელმძღვანელებთან, მასში წარმოდგენილი პარტიებისა და პოლიტიკური ძალების ლიდერებთან.
საუბრის, მოლაპარაკების თემა შეეხებოდა ბიძინა ივანიშვილის, რუსი ოლიგარქის რაც შეიძლება დროულ სანქცირებას და ,,ლეიბორისტული” პარტიის რეაბილიტაციას, რომელიც ოლიგარქმა აკრძალა.
დიდი ბრიტანეთი ქმნის პოლიტიკურ ამინდს მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით, ამერიკისა და ევროკავშირში. შესაბამისად, მათი მზაობა, მზადყოფნა, სურვილი გვერდში დაუდგნენ საქართველოს დემოკრატიის გზაზე, ოლიგარქიისგან გათავისუფლების დიდ მიზნებში – არის ძალიან სასიხარულო და იმედის მომცემი“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე