spot_img
მთავარისხვადასხვა"საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის სრული დეზინფორმაცია...

“საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის სრული დეზინფორმაცია და მანიპულაცია” – საქართველოს პარლამენტის აპარატის განცხადება

მედიაში გასულ კონკრეტულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საქართველოს პარლამენტის აპარატი:

2024 წლის 8 მარტს “ტვ პირველის” ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პარლამენტის მიერ კვების მომსახურებაში დახარჯულია 2,8 მილიონი ლარი და ამ მხრივ ყველაზე მხარჯველ უწყებად გამოცხადდა.

საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის სრული დეზინფორმაცია და მანიპულაცია.

სიუჟეტში მოცემული რიცხვი აღებულია პარლამენტის ბიუჯეტის მუხლიდან “წარმომადგენლობითი ხარჯები” და ინტერპრეტირებულია, თითქოს ბიუჯეტის ეს პუნქტი მხოლოდ კვების მომსახურებას ეხება, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

პარლამენტის ბიუჯეტის ამ მუხლიდან ფინანსდება ორი მიმართულება: 1. სამაჟორიტარო ბიუროების საქმიანობა და 2. სხვა წარმომადგენლობითი ხარჯები, რომლებიც ეხება პარლამენტში გამართულ ღონისძიებებს და უცხო ქვეყნების დელეგაციებთან და წარმომადგენლებთან პროტოკოლურ შეხვედრებს.

სიუჟეტში არ არის მოცემული დეტალური ინფორმაცია ბიუჯეტის ამ მუხლიდან (წარმომადგენლობითი ხარჯები) გაწეული ხარჯის მიზნობრიობასთან დაკავშირებით, რის გამოც სახეზეა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა.

რეალობა კი ასე გამოიყურება:

პარლამენტის ბიუჯეტის მუხლიდან „წარმომადგენლობითი ხარჯები“, სიუჟეტში მოცემულ პერიოდში, ხარჯმა შეადგინა 2 814 570 ლარი, საიდანაც

– სამაჟორიტარო ბიუროების ხარჯმა შეადგინა 2 495 100 ლარი (საერთო ხარჯის 87%)

– სხვა წარმომადგენლობითმა ხარჯმა (პარლამენტის სასახლეში ჩატარებული ღონისძიებები და უცხო ქვეყნების დელეგაციებთან პროტოკოლური შეხვედრები), რომელთა რაოდენობა აღნიშნულ პერიოდში იყო 154, შეადგინა 319 470 ლარი (საერთო ხარჯის 13%).

საქართველოს პარლამენტი არის ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე უწყება. ამიტომ, სამწუხაროა, რომ ნაცვლად მონაცემების სათანადო კვლევისა და მაყურებლის სწორი ინფორმირებისა, აღნიშნული სიუჟეტით მოხდა მაყურებლისთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდება.

მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს, მომავალში გაავრცელონ მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაცია“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“აქ იმდენად თავად სააკაშვილი არაა პრობლემა, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის მისეული ხედვა” – დავით...

მიხეილ სააკაშვილის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ მორიგ პოლიტიკურ შეფასება-განმარტებებს, სადაც...

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...

“მე უარს ვამბობ მსხვერპლად ყოფნაზე და მინდა მოგიწოდოთ, რამდენადაც ძნელი არ უნდა იყოს, თქვენც...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა სასამართლო სხდომაზე,...