ოთხშაბათი, აპრილი 2, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიევროკავშირი"თითოეული ჩვენი ხმა განსაზღვრავს სად და როგორ ვიცხოვრებთ...

“თითოეული ჩვენი ხმა განსაზღვრავს სად და როგორ ვიცხოვრებთ ხვალ, ვიქნებით თუ არა ევროპული ოჯახის წევრი და დავადგებით თუ არა შეუფერხებელი განვითარების გზას” – ნანა მალაშხია

7-9 მარტის საპროტესტო აქციის მონაწილე, ,,ქალი ევროკავშირის დროშით”, ნანა მალაშხია Facebook-ის პირად გვერდზე სტატუს აქვეყნებს, სადაც მარტის აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს ემოციური სიტყვებით მიმართავს:

,,მიმართვა ახალგაზრდებს:

ჩვენო ძვირფასებო და საამაყოებო, ჩვენო ახალგაზრდებო, მადლობას გიხდით მარტში თქვენი ბრძოლისთვის, თქვენი ერთიანობისთვის, მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნებისთვის. რომ არა თქვენ, ეს გამარჯვება არ დადგებოდა! რომ არა თქვენ, დავადგებოდით ისეთი ავტორიტარიზმისა და დიქტატურის გზას, საიდანაც თავის დახსნა წარმოუდგენლად რთული იქნებოდა.

თქვენ ზუსტად და სწორად შეაფასეთ და შეიგრძენით ეს საფრთხე. საფრთხე, რომელიც თქვენს თავისუფლებასა და მომავალს ემუქრებოდა, ამაზე გქონდათ სრულიად სწორი და ადეკვატური პასუხი. თქვენმა თანმიმდევრულობამ, ბრძოლაში სიჯიუტემ და განსაკუთრებით კი სილაღემ, სრულიად მომნუსხა.

დღესაც ემოციების გარეშე ვერ ვუყურებ თქვენს კადრებს – ლაღები, თავისუფლები, ჭკვიანები, ლამაზები. თქვენია ეს ქვეყანა! თქვენ უნდა გვატაროთ დამოუკიდებელი, თავისუფალი, ევროპული საქართველოს გზაზე.

ერთი წელი გადის მას მერე, რაც ხელისუფლების პირველმა პირებმა ჯერ “სატანისტურ ფორმებში გამოწყობილები, ორიენტაცია არეულები” გიწოდათ, მერე კი თქვენი თანატოლი, ლაზარე გრიგორიადისი შეარჩია თავის სასურველ კანდიდატად და დაიჭირა. ერთი წელი გადის, რაც მას ბრალს ვერ უმტკიცებენ და ის დღეს ისევ ციხეშია! მარტის აქციების გამარჯვება ბოლომდე უნდა მივიყვანოთ!
#თავისუფლებალაზარეს!

ოქტომბერში უმნიშვნელოვანესი არჩევნებია. პოლიტიკურ პროცესებში თქვენი ჩართულობა ისეთივე გადამწყვეტი იქნება, როგორც მარტში. ამ ქვეყანაში უნდა დავასრულოთ ერთპარტიული მმართველობა და უნდა დავასრულოთ არა მარტო საარჩევნო ყუთებთან მისვლით, არამედ, თუ საჭირო გახდება, ჩვენი ხმების დაცვითაც!

გვახსოვდეს, რომ თითოეული ჩვენი ხმა განსაზღვრავს სად და როგორ ვიცხოვრებთ ხვალ, ვიქნებით თუ არა ევროპული ოჯახის წევრი და დავადგებით თუ არა შეუფერხებელი განვითარების გზას.

ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!
შინ ევროპისკენ!“, – წერს ნანა მალაშხია.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

კახა კალაძე: “ჩვენ არავის პირად ცხოვრებაში არ ვერევით, მაგრამ პროპაგანდა კატეგორიულად მიუღებელია”

თბილისის მერის განცხადებით, ხელისუფლება მოქალაქეების პირად ცხოვრებაში არ ერევა,...

“სალომე ზურაბიშვილი ვერ მიითვისებს ზვიადის პოლიტიკურ მემკვიდრეობას” – ზაალ ანჯაფარიძე

31 მარტის აქციას და მე-5 პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით...

“ფორსირებულ რეჟიმში მიმდინარეობს საქართველოს რუსეთისთვის გადაფორმების პროცესი” – დავით ქაცარავა

,,ანტისაოკუპაციო მოძრაობის” დამფუძნებელი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ელისო კილაძე: “მიშას ბანერი გაწიეთ” – გოგო-ბიჭებს მინდა მხოლოდ ერთი რამ შევახსენო

31 მარტის აქციაზე მიხეილ სააკაშვილის ბანერთან დაკავშირებით გამოთქმულ უკმაყოფილებას...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ვისაც აღარ ახსოვს, შეგახსენებთ რომ, მან მოაწყო ამბოხი და ერთხანს თავი შეაფარა სეპარატისტებს აფხაზეთში,...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საგამოძიებო კომისიაზე ემზარ კვიციანის...

“ბოლო სერიაში კობახიძე-მდინარაძე “აღმოაჩენენ”, რომ “დიფ სთეითი” ბიძინა ყოფილა და პროკურორს ეტყვიან – შიგნიდან...

ანალიტიკოს გია ხუხაშვილის პოლიტ-ირონიული ვარაუდი: "ბოლო სერიაში კობახიძე-მდინარაძე “აღმოაჩენენ”, რომ...