spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიდავით სეხნიაშვილი: "თუ ვინმე რამეს ცვლის ამ ქვეყანაში...

დავით სეხნიაშვილი: “თუ ვინმე რამეს ცვლის ამ ქვეყანაში ვართ ჩვენ, ახალგაზრდები და არა მარტო ახალგაზრდები, ნებისმიერი ის ადამიანი, რომელიც თავის მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას იზიარებდა”

მარტის აქციების ერთი წლის თავზე ახალგაზრდულმა, სტუდენტურმა მოძრაობებმა აქცია გამართეს. საპროტესტო აქციის – ,,შენ ეს შეძელი’’-ს ორგანიზატორი, სტუდენტური მოძრაობა ,,ნაბიჯის’’ ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით სეხნიაშვილი, სააგენტო ,,პარალელთან’’ ინტერვიუში კომენტარს აკეთებს დღევანდელი აქციის მიზნისა და კლიპის პრემიერის შესახებ:

აქციის მიზანი არის ძალიან მარტივი, ბრძოლაში გამარჯვება, რომელიც შარშან 1 წლის წინ მოვიპოვეთ, კიდევ ერთხელ გვინდა რომ გავიხსენოთ და ეს იყოს, რაღაც მოსამზადებელი დრო იმ დიდი ბრძოლისთვის, რომელსაც 2024 წლის არჩევნები ჰქვია.

ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს შეკრება აუცილებელია, რადგან კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, მართლა რა ძალა აქვს საქართველოს ახალგაზრდობას. ის რომ თუ ვინმე რამეს ცვლის ამ ქვეყანაში ვართ ჩვენ, ახალგაზრდები და არა მარტო ახალგაზრდები, ნებისმიერი ის ადამიანი, რომელიც აქციების პერიოდში გარეთ იყო და თავის მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას იზიარებდა და მოქალაქეობრივ პოზიციას აფიქსირებდა.

  • აქციაზე იყო სტუდენტური მოძრაობა ,,ნაბიჯის’’ სპეციალური კლიპის პრემიერა, იყო თუ არა ეს კიდევ ერთი მცდელობა შარშანდელი მოვლენების გახსენების?

– რა თქმა უნდა, ამ კლიპით ჩვენ მაქსიმალურად კრეატიულად ვცადეთ შარშანდელი მოვლენები გვეჩვენებინა მეტად ფართო საზოგადოებისთვის. ეს კლიპის სახით გავაკეთეთ, რადგან ვფიქრობთ, რომ ყველანაირად უნდა ვცადოთ, რომ ის რაც მეხსიერებაში შეიძლება მიძინებული იყოს გამოვაფხიზლოთ და ეს კლიპიც ამის მაგალითი იყო.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია‼️ გარეთ სანქცია‼️ ალტერნატივა‼️” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ჩვენი ოჯახის მსგავსად, ათასობით ოჯახი გადაარჩინა განადგურებისგან ბატონმა ბიძინამ…!” – ნანუკა თამაზაშვილი

"უფალმა არ გაგვწირა. ჩვენი ოჯახის მსგავსად, ათასობით ოჯახი გადაარჩინა განადგურებისგან...

“გვიჭირს ამ კუთხით და ეს სამწუხარო პრობლემა უნდა ვაღიაროთ, როგორც მინიმუმ, რომ მერე მოვაგვაროთ”...

ტრადიციული ქართული სულიერი და ზნეობრივი ღირებულებების მნიშვნელობაზე საუბრობს ანალიტიკოსი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...

“აიათოლას პანაშვიდებზე დადიან და ელისაშვილს ტერორიზმის ბრალდებით ასამართლებენ, ეს უსირცხვილოები😡” – ეკა ხერხეულიძე

ალეკო ელისაშვილისთვის 13-წლიანი პატიმრობის მისჯის გადაწყვეტილებას კონკრეტული მინიშნებით ეხმაურება...

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ერთადერთი დღეს მათ რისიც ეშინიათ, ეს არის სასწორკვეთილი ადამიანების თავგანწირვა” – მერაბ მეტრეველი

საზოგადოებაში შექმნილი განწყობების შესახებ საუბრობს და თავის მოსაზრება-ვარაუდებს გამოთქვამს...