მარტის აქციების ერთი წლის თავზე ახალგაზრდულმა, სტუდენტურმა მოძრაობებმა აქცია გამართეს. საპროტესტო აქციის – ,,შენ ეს შეძელი’’-ს ორგანიზატორი, სტუდენტური მოძრაობა ,,ნაბიჯის’’ ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით სეხნიაშვილი, სააგენტო ,,პარალელთან’’ ინტერვიუში კომენტარს აკეთებს დღევანდელი აქციის მიზნისა და კლიპის პრემიერის შესახებ:
– აქციის მიზანი არის ძალიან მარტივი, ბრძოლაში გამარჯვება, რომელიც შარშან 1 წლის წინ მოვიპოვეთ, კიდევ ერთხელ გვინდა რომ გავიხსენოთ და ეს იყოს, რაღაც მოსამზადებელი დრო იმ დიდი ბრძოლისთვის, რომელსაც 2024 წლის არჩევნები ჰქვია.
ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს შეკრება აუცილებელია, რადგან კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, მართლა რა ძალა აქვს საქართველოს ახალგაზრდობას. ის რომ თუ ვინმე რამეს ცვლის ამ ქვეყანაში ვართ ჩვენ, ახალგაზრდები და არა მარტო ახალგაზრდები, ნებისმიერი ის ადამიანი, რომელიც აქციების პერიოდში გარეთ იყო და თავის მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას იზიარებდა და მოქალაქეობრივ პოზიციას აფიქსირებდა.
- აქციაზე იყო სტუდენტური მოძრაობა ,,ნაბიჯის’’ სპეციალური კლიპის პრემიერა, იყო თუ არა ეს კიდევ ერთი მცდელობა შარშანდელი მოვლენების გახსენების?
– რა თქმა უნდა, ამ კლიპით ჩვენ მაქსიმალურად კრეატიულად ვცადეთ შარშანდელი მოვლენები გვეჩვენებინა მეტად ფართო საზოგადოებისთვის. ეს კლიპის სახით გავაკეთეთ, რადგან ვფიქრობთ, რომ ყველანაირად უნდა ვცადოთ, რომ ის რაც მეხსიერებაში შეიძლება მიძინებული იყოს გამოვაფხიზლოთ და ეს კლიპიც ამის მაგალითი იყო.
ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი