ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
11.3 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგია ნოდია: "ქართული ოცნება" დასპეციალდა ფანტომებთან ბრძოლაზე

გია ნოდია: “ქართული ოცნება” დასპეციალდა ფანტომებთან ბრძოლაზე

განათლების ყოფილი მინისტრი, პოლიტიკის ექსპერტი გია ნოდია ეხმაურება მმართველი პარტიის საკანონმდებლო ინიციატივას, „ლგბტ პროპაგანდის“ წინააღმდეგ და აცხადებს, რომ მმართველი პარტია “იგონებს მტერს და მერე მას წარმატებით ამარცხებს“:

ქართული ოცნება“ დასპეციალდა ფანტომებთან ბრძოლაზე. მაგალითად, ის ორი წელია ებრძვის „ომის პარტიას“, რომელიც არ არსებობს. არც „ლგბტ პროპაგანდა“ არსებობს. ის თვითონ იგონებს მტერს და მერე მას წარმატებით ამარცხებს.

პრობლემა ისაა, რომ ეს პოლიტიკა ნაწილობრივ მაინც წარმატებულია. რაციონალურად ის ადვილი დასამარცხებელია, მაგრამ „ოცნების“ პიარი ინსტინქტების დონეზე მუშაობს. შიში ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ინსტინქტია; ჩვენ სახიფათო ზონაში ვართ, სადაც რუსეთის კიდევ ერთ შეტევას ჩვენს ქვეყანაზე ვერ გამოვრიცხავთ. ამიტომ გზავნილი: „ვიღაცეებს ჩვენი ომში ჩათრევა უნდათ და ჩვენ ამის საშუალებას არ ვაძლევთ“ მუშაობს, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობას არც ერთი არგუმენტი აქვს იმის დასასაბუთებლად, რომ „ვიღაცეები“ (იგულისხმება – დასავლეთი, ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება) მართლაც ამას ცდილობენ.

ასევე, ტრადიციული წარმოდგენები ოჯახზე და სექსზე მუდმივად იცვლება და ამ მხრივ საქართველო გარე სამყაროს გავლენას ნამდვილად განიცდის. ეს ფაქტი ბევრ ადამიანს აშფოთებს, სხვადასხვა მიზეზით. ხელისუფლება ვერ მოიყვანს „ლგბტ პროპაგანდის“ ფაქტებს, რომელსაც ხსენებული „ვიღაცეები“ეწევიან; მაგრამ არ გამოვრიცხავ, მან ამ ფანტომური ბრძოლიდან პოლიტიკური სარგებელი მაინც მიიღოს. იმედი მაქვს, არც მაინდამაინც დიდი“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე გია ნოდია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ნუ ბორძიკობთ, გვითხარით პირდაპირ, რომელი პარტიები მიდიხართ თვითმმართველობის არჩევნებზე?!” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს...

“სალომე ზურაბიშვილი აღლუმს ალბათ ალეკო ელისაშვილისგან ჩაიბარებს, ეს იქნება ერთადერთი, რაც მან შეიძლება, ჩაიბაროს”...

მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე ეხმაურება საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე...

“ივანიშვილს ძალიან შეზღუდული აქვს იმ ადამიანების წრე, რომლებსაც შეუძლია ენდოს ქვეყნის ღალატის საკითხში” –...

“ამ მოღალატეთა ჯგუფის თავმჯდომარედ კობახიძის არჩევა მოსალოდნელიც იყო. ივანიშვილს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება,...

“‼️‼️‼️ იმედი მაქვს ვიღაცას მაინც ექნება ადეკვატური რეაქცია ამ აღვირახსნილებაზე!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ...