ოთხშაბათი, ივლისი 9, 2025
27.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგიორგი ვაშაძე: "ივანიშვილის პარტია ფასებზე საუბარს გაურბის"

გიორგი ვაშაძე: “ივანიშვილის პარტია ფასებზე საუბარს გაურბის”

ივანიშვილოს პარტიაში არ პასუხობენ კითხვას რატომ არის საქართველოში ცხოვრება გაუსაძლისი, რატომ გარბის ქვეყნიდან ასეულობით ათასი ადამიანი”, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე აცხადებს

ვაშაძის თქმით ქართველი ხალხის ასეთი აღვირახსნილი დაცინვა, კორუფცია, უიმედობა და ემიგრაცია 2024 წლის არჩევნებზე უნდა დამარცხდეს

ივანიშვილის პარტია ფასებზე საუბარს გაურბის. ყველაფერზე საუბრობენ მაგრამ ფასებზე არა. არ პასუხობენ კითხვას რატომ არის საქართველოში ცხოვრება გაუსაძლისი, რატომ გარბის ქვეყნიდან ასეულობით ათასი ადამიანი.

ივანიშვილის პარტიაში იმდენად აღიზიანებთ გაზრდილ ფასებზე საუბარი, რომ ხალხს შეურაცხყოფას აყენებენ, იმ ხალხს აყენებენ შეურაცხყოფას, ვინც ბაზარში დადის, ბაზარში სიარულს დამაკნინებლად მოიხსენიებენ.

ხალხს დასცინიან, იმ ხალხს დასცინიან ვინც ბაზარში დადის, რომ იმ ფულით რაც აქვს, ცოტათი მეტი საკვები იყიდოს. ივანიშვილის პარტია ყველაფერზე საუბრობს მაგრამ არა უძვირეს კრედიტებზე და ბანკების არაადეკვატურად მაღალ მოგებაზე.

დღეს ივანიშვილის პარტია ამტკიცებდა, რომ ფასები, ეკონომიკა, ხალხის გაჭირვება პოლიტიკოსების გასარჩევი არ არის, მათ დაკარგეს ხალხთან შეხების წერტილი.

ქართველი ხალხის ასეთი აღვირახსნილი დაცინვა და კორუფცია, უიმედობა და ემიგრაცია უნდა დავამარცხოთ 2024 წლის არჩევნებზე. ცვლილებების დროა და ცვლილებები გარდაუვალია”, – აცხადებს ვაშაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“გეოპოლიტიკური პროცესები ძალიან გვეხმარება, მაგრამ ჩვენც არ გვაქვს დასაკარგი დრო” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რეგიონში შექმნილი გეოპოლიტიკური რეალობის...

“ლელოს” გადაწყვეტილება არის წინააღმდეგობის მოძრაობის ღალატი” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

“ქართულ ოცნებაში” მიმდინარე “რაზბორკები” ადასტურებს, რომ ის თავისი ბუნებით მაფიოზური წარმონაქმნია – გია ნოდია

ქართულ პოლიტიკურ სპექტრში შექმილი რეალობის შესახებ საუბრობს განათლების ყოფილი...

“ჩვენ ისევ ვდგავართ საფრთხეების წინაშე, მაგრამ მაინც ვირჩევთ სტაბილურობას და არა ქაოსს” – მაია...

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ და ეუთო-ს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“მარიამ ლაშხს რა აძინებს მშვიდად, რაც მას წყევლა და გინება მიუვიდა!” – ელისო კილაძე

დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე სასამართლომ 12-12 დღიანი პატიმრობა...

“ჩვენ ვერ ვიქნებით მხოლოდ გეოპოლიტიკის იმედზე… შეტევა და მხოლოდ შეტევა!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებსა...