ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
11.3 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩემიანები მაგრად დგანან უკრაინაში და მეც ვიბრძვი ჩემი...

“ჩემიანები მაგრად დგანან უკრაინაში და მეც ვიბრძვი ჩემი რუსული ტყვეობიდან და როგორც არასდროს, დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, კონკრეტულ ფაქტების გახსენებით, მორიგ მწვავე შეფასებებს აკეთებს, რუსეთთან მიმართებაში:

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ორი ახალი დაპატიმრების ორდერი გასცა – რუსეთის შორეული ავიაციის ხელმძღვანელზე, სერგეი კობილაშზე, რომელიც 2008 წელს გვბომბავდა, მაშინ ჩვენმა არმიამ ჩამოაგდო, რომელიც ტყვეთა გაცვლით დავუბრუნეთ რუსეთს და შავი ზღვის ფლოტის მეთაურზე, ვიქტორ საკალოვზე. მანამდე, შარშან მარტში გაიცა დაპატიმრების ორდერები პუტინზე და რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენზე.

მინდა შეგახსენოთ, რომ იმის მიუხედავად, რომ ოლიგარქის მთავრობას ძალიან სურდა, რომ ჰააგის სასამართლოს მე და ქართველი სამხედროები დავედანაშაულებინეთ 2008 წლის ომში, სასამართლომ გამოაცხადა, რომ ქართული მხარე სრულიად უდანაშაულო იყო და პირიქით, პირველად ისტორიაში, 3 რუს გენერალზე გასცა დაპატიმრების ორდერი.

მე ძალიან ვამაყობ, რომ ჩემი ერთ-ერთი თანამებრძოლი ხელმძღვანელობს უკრაინის გენერალური პროკურატურის ჰააგის ტრიბუნალთან ურთიერთობის ჯგუფს.

ასევე მიხარია, რომ მრავალი წლის განმავლობაში ჩემი თანაშემწე, კრივონოსი წარმატებულად ხელმძღვანელობს უკრაინის ნაციონალურ ანტი-კორუფციულ ბიუროს და უამრავი ძალიან გავლენიანი, მათ შორის, რუსეთთან კავშირის მქონე კორუფციონერი და ოლიგარქი მისცა პასუხისმგებლობაში.

ჩემიანები მაგრად დგანან უკრაინაში და მეც ვიბრძვი ჩემი რუსული ტყვეობიდან და როგორც არასდროს, დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ფარცხალაძე წარმოადგენდა “ქართულ ოცნებასა” და ივანიშვილს 9 მაისს რუსეთში აღლუმზე” – ლევან სანიკიძე

“დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფარცხალაძე წარმოადგენდა “ქართულ ოცნებასა” და...

“ამ ადამიანებს ახლა ჩვენი თანადგომა სჭირდებათ! ჩემი სოლიდარობა ყველა ღირსეულ ქართველ დიპლომატს!” – ზურაბ...

საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარე პროცესებს მძიმე შეფასებებით და კონკრეტული განმარტებებით...

“ქართული ოცნების” ყრილობის მოკლე შეჯამება: ყველგან კობახიძე, არსად სამართალი” – დავით ზურაბიშვილი

პოლიტიკის ექსპერტი, დავით ზურაბიშვილი "ქართული ოცნების" ყრილობის ინტერპრეტირებულ შეფასებას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება,...

“‼️‼️‼️ იმედი მაქვს ვიღაცას მაინც ექნება ადეკვატური რეაქცია ამ აღვირახსნილებაზე!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ...