ოთხშაბათი, ივლისი 9, 2025
27.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ვეკითხები პრემიერ-მინისტრს, ასევე ყოფილ პრემიერს და ბიძინა ივანიშვილსაც...

“ვეკითხები პრემიერ-მინისტრს, ასევე ყოფილ პრემიერს და ბიძინა ივანიშვილსაც – რა მოხდა ამ ქვეყანაში? რა ჩაატარეთ ისეთი, რომ ყველაზე დიდი ფასები გვაქვს პირველადი მოხმარების პროდუქტებზე რეგიონში?” – გიორგი ვაშაძე

რატომ არის საქართველოში ყველაფერი ყველაზე ძვირი რეგიონში?“ – ამ კითხვით მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრებს.

როგორც ვაშაძემ განაცხადა, პირველადი მოხმარების პროდუქტები საქართველოში უფრო ძვირია ვიდრე სხვა ქვეყნებში.

ოპოზიციონერმა ლიდერმა იმავე შეკითხვით მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძეს, ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და ასევე „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ, ამჟამად პარტიის საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილსაც მიმართა:

მამუკა მდინარაძეს მინდა დავუსვა კითხვა, რატომ არის საქართველოში ყველაფერი ყველაზე ძვირი რეგიონში? პირველადი მოხმარების პროდუქტები, ბინის ქირა, ნებისმიერი პროდუქტი რატომ არის გაცილებით უფრო ძვირი ვიდრე თურქეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში, მოლდოვაში, ყირგიზეთში, ყაზახეთში, სადამდე შეიძლება წავიდეთ?!

ხელთ მაქვს საერთაშორისო ავტორიტეტული კომპანიის კვლევა, შეგიძლიათ თქვენც ნახოთ ეს კვლევა თუ დაინტერესდებით, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ რძე, კვერცხი, ყველი, კარტოფილი, ვაშლი, ფორთოხალი, ხახვი, სალათის ფურცლები არის ყველაზე ძვირი მთელს რეგიონში საქართველოში.
უფრო მეტიც, ეს ავტორიტეტული კომპანია ამბობს, რომ ოთხ სულიანმა ოჯახმა რომ მეტნაკლებად ნორმალურად იცხოვროს სჭირდება 6000 ლარი შემოსავალი. მე კითხვას გისვამთ უმრავლესობის წევრებს, სად აქვს 6000 ლარი თბილისში ან საქართველოში მაცხოვრებელ 4 სულიან ოჯახს?

ეს ცინიზმი, რაც ივანიშვილის პარტიას ახასიათებს, ეს უტიფარი სიტყვები და გამონათქვამები თქვენ ფიქრობთ, რომ პასუხია ხალხის გაჭირვებაზე?!
ეს ხალხს აქვს თქვენთან შეკითხვა, რა ხდება ამ ქვეყანაში ისეთი, რომ სტამბოლი რომელიც მსოფლიოში ყველაზე ძვირ ქალაქად ითვლება მაზე უფრო მეტი სიძვირე არის თბილისში? რა ხდება, რა გააკეთეთ ისეთი, რომ ბაქო, ერევანზე ძვირი არის თბილისი? რა გააკეთეთ, რომ საქართველო არის ყველაზე ძვირი ქვეყანა?

ადამიანები მაღაზიებში რომ შედიან შიშით არიან უკვე, ვერ ყიდულობენ პირველადი მოხმარების პროდუქტებს და თქვენ ეს სასაცილოდ არ გყოფნით ხალხო! მე გეკითხებით, ეს ნორმალურია? გაეცით პასუხი ამ კითხვაზე ხალხს, რა ხდება?

იგივე კითხვას ვუსმევ პრემიერ-მინისტრს, ასევე ყოფილ პრემიერსაც და ბიძინა ივანიშვილსაც, რა მოხდა ამ ქვეყანაში? რა ჩაატარეთ ისეთი, რომ ყველაზე დიდი ფასები გვაქვს რეგიონში? აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს აჭარბებს ფასები უკვე საქართველოში. წარმოუდგენელია ამ ვითარებაში უკვე ცხოვრება და მერე რომ სვამ კითხვას რატომ მიდის ქვეყნიდან ხალხი? – იმიტომ, რომ შემოსავალი აკლდებათ ფასები კი იზრდება, ვერ არჩენენ ოჯახს მიდიან ქვეყნიდან.

კითხვა არის კონკრეტული და ამ კითხვას გაეცით პასუხი, თქვენი ცინიზმი, ქილიკი და რაღაც აგდებული დამოკიდებულება ეს თქვენზე მიუთითებს, რომ ეს თქვენ არ გაღელვებთ!“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

“მოძალადე რეჟიმის პირობებში არავინ არის დაცული, მათ შორის, ის ადამიანებიც, რომლებსაც დიდი როლი აქვთ...

ბოლო დღეებში საქართველოში მომხდარ კონკრეტულ ფაქტებს მწვავე პოლიტიკური შეფასებებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“მარიამ ლაშხს რა აძინებს მშვიდად, რაც მას წყევლა და გინება მიუვიდა!” – ელისო კილაძე

დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე სასამართლომ 12-12 დღიანი პატიმრობა...

“ჩვენ ვერ ვიქნებით მხოლოდ გეოპოლიტიკის იმედზე… შეტევა და მხოლოდ შეტევა!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებსა...