ხუთშაბათი, ივლისი 10, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კალაძე ოპოზიციის შესაძლო კოალიციაზე: "ყველა ეს ადამიანი...

კახა კალაძე ოპოზიციის შესაძლო კოალიციაზე: “ყველა ეს ადამიანი არის “ნაციონალური მოძრაობის” წიაღში აღმოცენებული”

კოალიციების შექმნით უნდათ, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ – თითქოს, განსხვავებულები არიან და „ნაციონალებთან“ კავშირი არ აქვთ“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.

მისი თქმით, გაუგებარია რა კოალიციაზე საუბრობს ოპოზიცია ან რა შანსები აქვთ მათ მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნებზე:

მე არ ვიცი რა კოალიციაზეა საუბარი ან რა შანსები აქვთ მათ. ყველა პოლიტიკური პარტია ცდილობს, როგორმე საარჩევნო ბარიერი გადალახოს. ცოტა გაუგებარია, როგორ უნდა მოხდეს ამის გადანაწილება პარტიებს შორის.

ყველა ეს ადამიანი არის „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღში აღმოცენებული. დღეს, შეიძლება სხვა პარტიის სახელებით გამოდიოდნენ, სხვა რაღაცები შექმნან. აქვთ მისწრაფება, რომ სხვადასხვა პლატფორმა გააჩინონ. მათი სურვილია საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ – თითქოს, ისინი განსხვავებულები არიან, „ნაციონალებთან“ კავშირი არ აქვთ. თუმცა, საზოგადოებას ხომ ყველაფერი კარგად ახსოვს, ვინ ვინ არის, ვინ სად იყო, რას აკეთებდა და ა.შ.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს რადიკალიზმი ყოველთვის განწირულია მარცხისთვის, ასე იყო და ასე იქნება მომავალშიც“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ქოცობა, ნაცობის ბუნებრივი ვირუსის, ლაბორატორიაში გამოყვანილი ხელოვნური, მუტაციური ფორმაა” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოს გია ხუხაშვილი მძიმე მინიშნებადი შეფასებები განსხვავებული აზრის მიუღებლობასთან...

“ასე გაცვალეს სამშობლო ძალაუფლებაზე და კიდევ ერთხელ უღალატეს საქართველოს” – პაატა მანჯგალაძე

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციასთან მიმართებაში "ქართული ოცნების" დელეგაციის...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...