ხუთშაბათი, ივლისი 10, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"კოალიცია "ნაციონალურ მოძრაობასთან" არის წითელი ხაზი, "ოცნებასთან" არის...

“კოალიცია “ნაციონალურ მოძრაობასთან” არის წითელი ხაზი, “ოცნებასთან” არის ლურჯი ხაზი” – გიორგი გახარია

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია ,,საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია YouTube-ის საკუთარ პლატფორმაზე, გადაცემა ,,გახარიას კვირაში“ საუბრობს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სხვადასხვა პოლიტიკურ გაერთიანებებთან დაკავშირებით:

,,ნებისმიერი ერთობა, რომელმაც შეიძლება რაიმე წარმატებას მიაღწიოს ფასეულობებზე დაყრდნობილი ერთობა უნდა იყოს. სწორედ ამიტომ, ამ ფასეულობებიდან გამომდინარე, ჩვენ თავიდანვე, ყველაზე ადრე ვთქვით, რომ 2024 წლის არჩევნებს პარტია ,,საქართველოსათვის” ჩაატარებს დამოუკიდებლად.

კოალიცია ,,ნაციონალურ მოძრაობასთან” არის წითელი ხაზი. ,,ოცნებასთან” არის ლურჯი ხაზი. ხუმრობას რომ თავი დავანებოთ, დღევანდელ ,,ოცნებასთან” არის მიუღებელი.

სინამდვილეში, ,,ნაციონალური მოძრაობა” მთავარი ოპოზიციური ძალა უკვე დიდი ხანია აღარ არის.

,,ნაციონალური მოძრაობა” ამ არჩევნებზე რამდენ ძალად წავა, იცით თქვენ?! მე, მაგალითად, არ ვიცი. შეიძლება წავიდეს ორ ძალად, შეიძლება სამ, ოთხ… არავინ არ იცის ხომ?

რაც უფრო მეტი პოლიტიკური პარტია იქნება დამოუკიდებელი ,,ნაციონალური მოძრაობისგან”, რეალურად დამოუკიდებელი ,,ოცნებისგან”, რა თქმა უნდა, ქვეყნისთვის ეს იქნება კარგი. ამ შემთხვევაში, ჩვენი მიზანი და სტრატეგია, რომ ,,ნაციონალურმა მოძრაობამ” და ,,ქართულმა ოცნებამ” ერთად ვერ გადალახონ 50%-იანი ბარიერი, იქნება რეალური“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“შემდეგი ალბათ იქნება შეირაღებული ძალების მთლიანად გაქრობა და ქვეყნის გადაცემა რუსეთისთვის” – მიხეილ სააკაშვილი

მმართველი გუნდის კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, მძიმე მოლოდინებით, ეხმაურება საქართველოს მე-3...

“ასე გაცვალეს სამშობლო ძალაუფლებაზე და კიდევ ერთხელ უღალატეს საქართველოს” – პაატა მანჯგალაძე

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციასთან მიმართებაში "ქართული ოცნების" დელეგაციის...

“წულუკიანის თავყრილობამ აღიარა, რომ 1 მილიონი კვ.მ ტერიტორია დაკარგეს მათი მმართველობის დროს” – გიორგი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში, მწვავე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

“ჩვენ ვერ ვიქნებით მხოლოდ გეოპოლიტიკის იმედზე… შეტევა და მხოლოდ შეტევა!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებსა...