სექსუალურ უმცირესობებთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” მიერ დაანონსებულ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით კმაყოფილებას გამოხატავს და კონკრეტულ პოზიციას აფიქსირებს საქართველოს 2 მოწვევის პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია:
“ქართული ოცნების” მიერ ინიცირებული კანონის წინააღმდეგ წასვლა, “ შიგ ევროპაში” მინდა არაა! ეს არის დაპირისპირება პირადად ჩემთან, ჩემ შვილებთან, ჩემ შვილიშვილებთან!
ჩვენ ოჯახებთან, ჩვენ იდენტობასთან, ჩვენ უფლებებთან და თავისუფლებებთან!
ეს არის სრული ლუსტრაცია ჩასაფრებული მტრის, ღრმა დაშიფრვის აგენტის, მკვლელის, პედოფილის, სამშობლოს მოღალატის, გარყვნილის, ზნედაცემულის!
ჰო და, ვიღაც ფულზე დაგეშილს კი არა, ჩემ საკუთარ შვილსაც არ დავინდობ თუ ასე დაეცემა და თუ ზედმეტს გაბედავს!
რაც შეეხება “ რუსულ კანონს” და ამდაგვარ გასატესტად შემოგდებულ “სლოგანებს”…
თუ რუსეთს მსგავსი კანონი აქვს მიღებული, ვენაცვალე სულში!!!
კარგად გამიგეთ?!…
თუ გამიგეთ, დაიმახსოვრეთ!!!
ბასტა!…“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ხათუნა ხოფერია.