კვირა, ივნისი 15, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალიწასულია ჩემი საქმე, კოცონზე დაწვა თუ არა, უვადო...

წასულია ჩემი საქმე, კოცონზე დაწვა თუ არა, უვადო პატიმრობა ნამდვილად არ ამცდება – ირაკლი ოქრუაშვილი

სოციალური ქსელის მეშვეობით საზოგადოებას მიმართავს “გამარჯვებული საქართველოს” თავმჯდომარე, ბრალდებული ირაკლი ოქრუაშვილი, მის მიმართ წარმოებულ საგამოძიებო საქმეზე მოწმის გამოჩენის თაობაზე საუბრობს, ირონიულ კონკტექსტში მოიხსენიებს აღნიშნულ ფაქტს და კონკრეტულ პოზიციას აფიქსირებს საქართველოს პროკურატურასთან მიმართებაში:

“წასულია ჩემი საქმე. კოცონზე დაწვა თუ არა, უვადო პატიმრობა ნამდვილად არ ამცდება. ოხ, რა მოულოდნელად ჩამოკრა განკითხვის ჟამმა. სულ მეშინოდა, რომ პროკურატურა იმ ,,ერთადერთ’’, ,,ნამდვილ’’ და ,,პირდაპირ მოწმეს’’ ადრე თუ გვიან, მაინც იპოვიდა, რომელიც რობაქიძის საქმეში ჩემს მონაწილეობას დაადასტურებდა.

Be hold!!!
აი ისიც – მიშა ქარელი.
ერთ-ერთ სუფრაზე 15 წლის წინ, სადაც მეც ვიჯექიო, ოქრუაშვილმა გამოაცხადა თუ როგორ დაავალა რობაქიძის საქმის ფაბრიკაციაო. ოღონდ, არც ის მახსოვს, რომელ რესტორანში იყო სუფრაო და არც ის, სუფრის სხვა წევრები ვინ იყვნენო.

ორი რამ ვერ ვისწავლე ცხოვრებაში:
ერთი, სუფრაზე, რომ არ უნდა ვილაპარაკო ყველას გასაგონად ეგეთი მნიშვნელოვანი რაღაცეები და მეორე, ღორის ტილი თავზე არ უნდა დაისვა, თორემ ბოლოს თავზე დაგაჯდება.

ჩემი თავი ჯანდაბას, ეხლა მხოლოდ ივანიშვილი მეცოდება. კაცი 8 წლის წინ ალასანიას, უსუფაშვილის და მსგავსი გაქანების ხალხის იმედად იყო. ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, თამარ ჩუგოშვილის იმედად.
2020 მიშა ქარელის იმედად დარჩა.

საქართველოს პროკურატურავ,
პლანს რომ ეწოდით ვიცოდი, მაგრამ თქვენ თურმე კოკაინის ყნოსვაზე გადასულხართ. ცოტა დოზებს დაუკელით, თორემ ფარცხალაძის და ნაცვლიშვილის დოზებით დაიხოცებით და თქვენც მეცოდებით,” – აცხადებს ირაკლი ოქრუაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

პაატა მანჯგალაძე: “მათე დევიძე – სიმბოლო იმისა, რისიც ეშინია სისტემას”

საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ მათე დევიძეს სასამართლომ 4 წლითა...

“თეა წულუკიანმა ლევან იოსელიანს მასტერკლასი ჩაუტარა ადამიანის უფლებათა დაცვაში” – ბონდო მძინარაშვილი

პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით სახალხო დამცველის წარდგენისას, მას მწვავე შეფასებებით...

ნუკა არველაძე: “ბავშვებს გაეშვით, ნუ დაემსგავსეთ ნაცებს!!!”

თინა ბოკუჩავას განცხადებას, სადაც მისი მეუღლის, კოტე იოსელიანის გატაცებისა...

“ივანიშვილის ბანდა ვერ ეღირსება ლეგიტიმაციას” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გაახურებთ ძალიან? პრეზიდენტი და მთავრობა “საგანგებო მდგომარეობას” გამოაცხადებენ!!!” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“თეა წულუკიანმა ლევან იოსელიანს მასტერკლასი ჩაუტარა ადამიანის უფლებათა დაცვაში” – ბონდო მძინარაშვილი

პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით სახალხო დამცველის წარდგენისას, მას მწვავე შეფასებებით...

“ახლა არჩევნებში შესვლა ნიშნავს შულერთან კარტის სათამაშოდ დაჯდომას, რაც იმ ხალხის ღალატი იქნება” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოზიციას აფიქსირებს და კონკრეტულ...

“ბრძოლა მიდის მთავარი ოპოზიციური პარტიის ტიტულისთვის🙈” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე "ქართული ოცნების" საპატიო...