spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიცხადია რომ სოფიო კილაძე არ იცნობს არც საქართველოს...

ცხადია რომ სოფიო კილაძე არ იცნობს არც საქართველოს კანონმდებლობას და არც საერთაშორისო სტანდარტებს შშმ პირებთან დაკავშირებით – ანა აბაშიძე

უფლებადამცველი ანა აბაშიძე სოფო კილაძის იმ კომენტარს ეხმაურება, რის მეშვეობითაც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, თავდაცვის ყოფილი მინისტრ ლევან იზორიას ძმასა და სამართალდამცავებს შორის მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეოს გასაჯაროვება გააკრიტიკა:

“იმედია გამოეხმაურებიანო და ვეხმაურები ამ უკიდურესაც არაპროფესიონალი ადამიანის კომენტარს/გაპრავებას ლევან იზორიას ძმის საქმესთან დაკავშირებით. პირველ რიგში ცხადზე ცხადია რომ სოფიო კილაძე არ იცნობს არც საქართველოს კანონმდებლობას და არც საერთაშორისო სტანდარტებს შშმ პირებთან დაკავშირებით და ამ თემებზე კი მუშაობს. 🤔

ახლა საქმეზე. მისი კომენტარი რომ იზორიას ძმა შშმ პირია სრულიად არარელევანტური და თუ ეს ასეა პრობლემურია მინიმუმ იმის გამო რომ:
1. პოლიციელის ქმედება უსაფრთხოების დაცვის მიზნით მთავარია და ის უნდა მოქმდებდეს უსაფრთხოების დაცვის მიზნით თუნდაც საფრთხე მომდინარეობდეს შშმ პირისგან;
2. შშმ პირი აპრიორი პრივილეგირებული მოქალაქე არ არი, ის ზოგადად კანონის წინაშე ისევე უნდა აგებდეს პასუხს როგორც ნებისმიერი სხვა;
2. შშმ პირი, თუ ის კანონს არღვევს, პოლიციას წინააღმდეგობას უწევს შეიძლება დააკაონ მისი და სხვისი უსაფრთხოების დაცვის მიზნით. შშმ პირის მხოლოდ ადმინისტრაციულად დაპატიმრება არის აკრძალული;
3. შშმ პირობა “ნარუშილოვკასთან” კავშირში არ არის და ამას უნდა გასცეთ პასუხი რატომ ჰქონდა ეს დოკუმენტი თუ ჰქონდა;
4. შშმ პირობა მკაცრად პეროსნალური ინფორმაციაა და ამის გამჟღავნება კილაძის მხრიდან სწორედ რომ ამ ადამიანის პერსონალური ინფორმაციის უკანონო გასაჯაროებაა;
5. შშმ-ობა აპრიორი ქმედების გაუაზრებლობას არ ნიშნავას. შშმ პირები ერთგვაროვნები არ არიან და მათ მიმართ პასუხისმგებლობის თუ ბრალის გამორიცხვის დროს ინდივიდუალური შეფასებაა აუცილებელი და მაინტერესებს ეს პროცესი გაიარა შსს-მ და დაადგინა ამგვარი პასუხისმგებლობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოება თუ არა;
6. ამ პირის დაკავების მერე თუ გახდა ცნობილი მისი შეზღუდული შესაძლებლობის შესახებ, რომელიც იმდენად მწვავე იყო, რომ პოლიციას წინააღმდეგობას უწევდა და საფრთხეს ქმნიდა, ეს საფრთხე რატომ არ გაანეიტრალეს და რატომ გაატანეს მანქანა და გაათავისუფლეს ასე უბრალოდ შესაბამისი აუცილებელი პროცედურების გარეშე?
7. სტატისტიკა აჩვენონ რამდენი შშმ პირი იხდის სასჯელს და გამოჩნდება, რომ თუ ხელისუფლებასთან დაახლოებული შშმ ხარ ვერ მოგეკარებიან, ეს ცალკე პრობლემაა.

და ბოლოს, დიდი სიამოვნებით ვიწვევ სოფიო კილაძეს საჯარო სივრცეში/მედიაში ამ და სხვა თემებზე სადებატოდ. მინდა აჩვენოს ხალხს როგორი ძლიერია სამართალში და ადამიანის უფლებებში”, – წერს ფეისბუკის პირად გვერდზე ანა აბაშიძე

შეგახსენებთ, რომ პატრულ-ინსპექტორმა გიორგი დვალიშვილმა, გაასაჯაროვა რამდენიმე წლის წინანდელი ფაქტის ამსახველი ვიდეო, სადაც კიტა იზორიასთან დაკავშირებული ინციდენტია ასახული, კერძოდ დაპირისპირება სამართალდამცავსა და მოქალაქეს შორის, რა დროსაც ლევან იზორიას ძმა კიტა იზორია უცენზურო სიტყვებით იგინება, ხოლო პატრულ-ინსპექტორი ახდენს მის დაკავებას.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მიშა სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმართა სიაში არ შეყვანას გამართლება არ აქვს და ვერც ექნება” –...

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმრების სიაში...

“ჩვენს ქვეყანაში დაუცველები ვართ მხოლოდ ჩვენ” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ხელისუფლების მხრიდან დამოკიდებულებაზე...

“რუსთაველის გამზირი აუცილებლად უნდა იყოს ისეთი, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულ სტუმრებს და ადგილობრივ მოსახლეობას...

„დედაქალაქის მთავარი გამზირი სრულად რეაბილიტირდება და თანამედროვე, უსაფრთხო და...

“კრიმინალი ქუჩაში თავისუფლად თარეშობს და წერა-კითხვის გამართულად მცოდნე თუ კიდევ ვინმე დარჩა ქვეყანაში, ციხეებში...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა ქვეყანაში არსებულ რეალობას მძიმე შეფასებებს აძლევს: "ნოდარ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“საზოგადოებამ ხშირად არც კი იცის, პასუხი ვის მოსთხოვოს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა კონკრეტულ მძიმე ფაქტებს იხსენებს და კახეთში,...

“დაანონსებულია “ვარდების რევოლუცია 2″… და მერე???” – ლალი მოროშკინა

"სეზონი ჩავარდა და არა მხოლოდ წლევანდელი!" - ტურისტული სეზონის...

“ახალი შესეული იყო ურდო უკრაინას, კობახიძემ რომ თქვა, აქ ახლა ბევრი რუსი ჩამოვა და...

კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს...

“რეჟიმს თავიდანვე უნდა უთხრა, რომ არ გეშინია მისი” – ვახო სანაია

ჟურნალისტ ვახო სანაიას მიერ დახატული არსებული და მოსალოდნელი მძიმე...