კვირა, ივლისი 13, 2025
23.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რაც უფრო მეტს ილაპარაკებს რადიკალური ოპოზიცია, მით უფრო...

“რაც უფრო მეტს ილაპარაკებს რადიკალური ოპოზიცია, მით უფრო უკეთ მოხდება მათი ლუსტრაცია და არჩევნებზე საზოგადოებას სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტილების მიღება გაუმარტივდება” – რატი იონათამიშვილი

რაც უფრო მეტს ილაპარაკებს რადიკალური ოპოზიცია, მით უფრო უკეთესი იქნება ჩვენი საზოგადოების არჩევანი, რათა ერთი მხრივ, მოხდეს ოპოზიციის ლუსტრაცია და მეორე მხრივ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საზოგადოებას სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტილების მიღება გაუმარტივდეს.

უპასუხისმგებლობას, რადიკალიზაციას, დეზინფორმაციას საზოგადოება ყოველთვის ეტყვის უარს. როდესაც მთავარ ოპოზიციურ პარტიობაზე გაქვს პრეტენზია და ისე მიდის ჯერ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ანგარიში და შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიში, რომ ამ პარტიის თავმჯდომარე არც კი ესწრება სხდომებს – ეს უკვე ამ პოლიტიკური ჯგუფისგან თუ პარტიისგან კაპიტულაციაზე ხელმოწერის აღიარებაა“, – ამის შესახებ რატი იონათამიშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში და 2024 წლის სამოქმედო გეგმა წარადგინა.

მისი თქმით, როგორც არ უნდა ეცადონ ცალკეული პოლიტიკური ჯგუფები, რომ დესტრუქციული როლი შეასრულონ და დააზიანონ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია, ცხადია, ამას მმართველი გუნდი არ დაუშვებს.

მეათე მოწვევის პარლამენტს ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო პერიოდში მოუწია მუშაობა.

ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი, რაც ამ პერიოდში უნდა დამდგარიყო – ეს იყო მიიღებდა თუ არა ჩვენი ქვეყანა კონკრეტულ წინსვლას ევროინტეგრაციის გზაზე. დღეს ეს მიზანი მიღწეულია.

ჩვენმა ქვეყანამ მიიღო კანდიდატის სტატუსი და ამ პროცესში ერთ-ერთი ფლაგმანი იყო საქართველოს პარლამენტი. პარლამენტმა უზრუნველყო იმ გადაწყვეტილების მიღება, როდესაც ჩვენ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი და ჩვენ აუცილებლად ვაგრძელებთ ამ პროაქტიულ დღის წესრიგს – 9 ნაბიჯზე მუშაობას.

დარწმუნებული ვარ, რომ მოლაპარაკებების კარის გაღებისთვისაც ჩვენი პარლამენტი შექმნის ობიექტურ, სანდო და ძლიერ კრიტერიუმებს, რასაც დაეფუძნება ის გადაწყვეტილება, რომელსაც საბოლოო ჯამში ჩვენი ევროპელი პარტნიორები მიიღებენ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“იქამდე გაჯანჯღარებთ, სანამ არ დანებდებით. ხო ხართ პირველიდან უკანასკნელამდე შიშში” – ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია მძიმე შეფასება-მინიშნებებით ხელისუფლებას მიმართავს: "იქამდე გაჯანჯღარებთ, სანამ...

“ამაყი ვარ, რომ ჩვენი განხორციელებული პროექტებით, ქალაქში შევქმენით არაერთი მიზიდულობის ცენტრი – სკვერებითა და...

თბილისის მერმა კახა კალაძემ გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული...

“ვარ შემართებით და ბრძოლის განწყობით, გამარჯვებაში დარწმუნებული” – გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე თავისი დაბადების 44 წლისთავს...

“შემდეგი ალბათ იქნება შეირაღებული ძალების მთლიანად გაქრობა და ქვეყნის გადაცემა რუსეთისთვის” – მიხეილ სააკაშვილი

მმართველი გუნდის კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, მძიმე მოლოდინებით, ეხმაურება საქართველოს მე-3...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...