spot_img
მთავარიადამიანის უფლებებიპეტიცია მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლებისთვის

პეტიცია მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლებისთვის

“გამარჯვების კოალიცია”-მ პეტიცია შეადგინა და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პეტიციაზე ხელმოწერისკენ მოუწოდებს საზოგადოებას:

მიხეილ სააკაშვილის საკითხი ნავალნის ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ აქტიურად განიხილება ევროკავშირის ქვეყნებში უმაღლესი დონის შეხვედრებზე.

ევროპარლამენტარებისგანაც არის მკაფიო გზავნილი, რომ საქართველო, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის ჰყავს პოლიტიკური პატიმარი, პუტინის პირადი ტყვე.

ქვეყანას აქვს არჩევანი და ამ არჩევანს ექნება შედეგები:
ან გაყვებიან საერთო ფუნდამენტური ევროპული ღირებულებების გზას, გაათავისუფლებენ მიხეილ სააკაშვილს და მისცემენ საქართველოდან საზღვარგარეთ წასვლის საშუალებას შესაბამისი მკურნალობის მისაღებად ან დატოვებენ პატიმრობაში და ამით სერიოზული ეჭვის ქვეშ დააყენებენ ევროკავშირთან დაახლოების რეალობას, რაც საქართველოსთვის დიდი ზიანის მომტანი იქნება.

მიხეილ სააკაშვილი არის ადამიანი, ვისაც პუტინი არაერთხელ საჯაროდ დაემუქრა მოკვლით და ჯერ კიდევ ცოცხალია.

ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის უცხოეთში მცხოვრები ქართველები მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, სანამ ცოცხალია საქართველოს მე-3 პრეზიდენტი გამოიყენოს კონსტიტუციური უფლებამოსილება და გაათავისუფლოს ცივილიზებული მსოფლიოს მიერ საქართველოს მოდერნიზაციის სიმბოლოდ აღიარებული მიხეილ სააკაშვილი!

ვინაიდან ქალბატონი სალომე დაადგა ევროპული ღირებულებების გზას, ხელისუფლების სხვა შტოებისგან განსხვავებით, იმედს ვიტოვებთ, რომ იმოქმედებს შესაბამისად და ამით საქართველოს მომავალსაც გადაარჩენს!“, – ნათქვამია პეტიციის ტექსტში.

პეტიციაზე ხელის მოსაწერად მიჰყევით ბმულს:
https://www.win5.ge/petition_sign-up

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“უკეთესს რომ იმსახურებს, ეს რეჟიმის თავგადაკლულმა მომხრემაც იცის – მასთანაც კი რეზონირებს” – თამარ...

"ოპოზიციის ალიანსის" საზაფხულო კამპანიის სლოგანთან - "საქართველო იმსახურებს უკეთესს"...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“სიძულვილს რომ მინიტორინგი შველოდეს, ქვეყნად უკეთურება არ იქნებოდა” – ლელა ჯეჯელავა

შსს-ში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის...