კვირა, ივლისი 13, 2025
23.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიანა ნაცვლიშვილი - ამ ქვეყნის ისტორიაში ეს საპარლამენტო...

ანა ნაცვლიშვილი – ამ ქვეყნის ისტორიაში ეს საპარლამენტო წელი შევა რუსული კანონის წლად

ბატონო შალვა, ამ ქვეყნის ისტორიაში ეს საპარლამენტო წელი შევა რუსული კანონის წლად. ბევრი მტკიცებულებაა იმის, რომ ეს არის რუსული კანონი და ეს იყო საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ თქვენი ხელით განხორციელებული რუსული სპეცოპერაცია“, – ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის „ლელო“ – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში და 2024 წლის სამოქმედო გეგმა წარადგინა.

ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, არასწორია შეხედულება, რომ ოპოზიცია არ მუშაობს და არ ცდილობს თავისი პოზიტიური წვლილი შეიტანოს პარლამენტის დღის წესრიგში.

ყველზე კარგად თქვენ იცით, რამდენად გამჭვირვალეა დასავლელი პარტნიორების მიერ საქართველოსთვის გამოგზავნილი დახმარება. რაც არ არის გამჭვირვალე, რაც არის შხამი და საწამლავი ამ სახელმწიფოსთვის, ეს არის უკონტროლოდ შემოსული რუსული ფული. სწორედ ამის საპასუხოდ, შემოგთავაზეთ ჩვენ „ლელოს“ მიერ მომზადებული საქართველოს დაცვის აქტი. ამ აქტის მთავარი და ერთადერთი ამოცანა იყო რუსული პოლიტიკური, ეკონომიკური და საინფორმაციო მავნე გავლენის შეკავება საქართველოს წინააღმდეგ. თქვენ ეს აქტი დაბლოკეთ“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, პარლამენტი სათანადოდ ვერ ასრულებს საზედამხედველო ფუნქციას.

ზედამხედველობის ნაწილი არის სრული ფიქცია. დღეს საქართველოს პარლამენტი არანაირი ზედამხედველობას არ ახორციელებს. ზედამხედველობა არ არის მადლობების დაღვრა მინისტრების მიმართ. ზედამხედველობა არის საკუთარი თანაგუნდელებისთვის სიმართლის თქმა, როდესაც ქვეყანაში არის მძიმე პრობლემები“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“ამაყი ვარ, რომ ჩვენი განხორციელებული პროექტებით, ქალაქში შევქმენით არაერთი მიზიდულობის ცენტრი – სკვერებითა და...

თბილისის მერმა კახა კალაძემ გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული...

“ქოცები რომ წავლენ, მერე რას აპირებთ?!” – ელისო კილაძე

პოლიციელებსა და შუახნის მამაკაცს შორის მომხდარი ინციდენტის შემდეგ, რა...

“ყაველაშვილისთვის შეწყალების თხოვნით მიმართვა ისედაც იგულისხმებდა მის აღიარებას” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია მიხეილ ყაველაშვილის მიერ დაპატიმრებული ოპოზიციონერი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...