spot_img
მთავარიტექნოლოგიები და კომუნიკაციებიComCom-ის მედიალაბში სტარტაპერებისთვის სემინარი „ჩვევების გამომუშავება მომხმარებელში“ ჩატარდა

ComCom-ის მედიალაბში სტარტაპერებისთვის სემინარი „ჩვევების გამომუშავება მომხმარებელში“ ჩატარდა

კომუნიკაციების კომისიის მედიალაბში, დამწყები და მომავალი სტარტაპერებისთვის სემინარი „ჩვევების გამომუშავება მომხმარებელში“ ჩატარდა, რომელიც ბიზნესების მიერ, მომხმარებლებში ამა თუ იმ პროდუქტის მეშვეობით ჩვევების გამომუშავების მეთოდებს ეხებოდა. შეხვედრას „Neuron UX”-ის უფროსი UX დიზაინერი, ირაკლი ჭრელაშვილი უძღვებოდა.

სემინარზე განხილული იყო ჩვევები, მათი სარგებელი ბიზნესისთვის, ასევე, სტრატეგიები, რომლებსაც ბიზნესები თავიანთ მომხმარებლებში ჩვევების გამომუშავებისთვის იყენებენ და მათი ეთიკურობა. გარდა ამისა, მონაწილეები გაეცნენ სხვადასხვა პროდუქტის მაგალითზე დაყრდნობით, ჩვევების გამომუშავების მეთოდებს და ტრენერთან ერთად, იმსჯელეს თუ როგორ შეუძლიათ თავიანთ ბიზნეს იდეებში აღნიშნულის გამოყენება და რა სარგებელს მოუტანს ეს როგორც ბიზნესს, ასევე მომხმარებელს.

შეგახსენებთ, რომ სტარტაპერების ხელშეწყობისა და განვითარების მიზნით, მედიალაბი უკვე მეხუთე წელია, სრულიად უფასოდ, მნიშვნელოვან ლექციებსა და სემინარებს ატარებს.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია საზოგადოებასთან ურთიერთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...

“ამ რუსების მონების ნაცვლად, საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს აქტიურად აღიარებების გასაუქმებლად” – დავით ქაცარავა

გავრცელებული ინფორმაციით ევროკავშირის ქვეყნები აპირებენ დღის წესრიგში დააყენონ სირიასთან...