კვირა, ივლისი 13, 2025
23.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მისდა უნებლიეთ, ზურაბიშვილი "ნაცებისთვის" გახდა "ოქროს თევზი", რომელსაც...

“მისდა უნებლიეთ, ზურაბიშვილი “ნაცებისთვის” გახდა “ოქროს თევზი”, რომელსაც სულ უფრო მეტ მოთხოვნას უყენებენ” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ეხმაურება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაწყებულ ხელმოწერების კამპანიას, რომლის მიზანია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მის ხელთ არსებული ბერკეტების გამოყენება საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მიმართ:

ანუ, უკვე სააკაშვილის შეწყალებას კი არ ითხოვენ ზურაბიშვილისგან, რადგანაც ამ შემთხვევაში გამოვა, რომ მან კრიმინალი შეიწყალა, არამედ არც მეტი არც ნაკლები – მის გათავისუფლებას. თან ახლახანს ნაცების ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბიშვილს “თვითმარქვია” და “ბიძინას დასმული” პრეზიდენტი უწოდა.

როგორ უნდა გაათავისუფლოს ზურაბიშვილმა სააკაშვილი? კონსტიტუციით მას ეს არ შეუძლია. „ვივა-მედთან“ მივარდება თავის ადმინისტრაციის თანხლებით?

მისდა უნებლიეთ, ზურაბიშვილი “ნაცებისთვის” გახდა “ოქროს თევზი”, რომელსაც სულ უფრო მეტ მოთხოვნას უყენებენ, რადგანაც მას ვალი დაადეს იმით, რომ იმპიჩმენტს გადაარჩინეს.

პოლიტიკური თუ მენტალური კრიზისის ერთ-ერთი ნიშანია აბსურდში გადაშვება, რასაც წარმატებით აკეთებს რადიკალური ოპოზიცია“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ზაალ ანჯაფარიძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ალეკო ელისაშვილი, ეს ფიზიკური თუ პოლიტიკური აკრობატი, იწვევს სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში, რათა გახდეს დედაქალაქის...

თბილისის მერის კანდიდატურასთან დაკავშირებით ალეკო ელისაშვილის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას...

“ეს არა მხოლოდ უდიდესი ღალატის აქტია, არამედ ამ 500 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევთ შემდგომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მწვავე პოზიცია-შეფასება, მმართველი პარტიის...

“კარგი იქნება, თუ ბოიკოტის მომხრეები თავს დაანებებენ განსხვავებული აზრისთვის მათივე თანამებრძოლების ლანძღვას” – გია...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ბოიკოტის მომხრეებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს: "კარგი იქნება,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...