კვირა, ივლისი 13, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მე ჩემი ქვეყანა მტკივა, იმ ხალხის გაჭირვება მტკივა,...

“მე ჩემი ქვეყანა მტკივა, იმ ხალხის გაჭირვება მტკივა, რომელიც გარბის საქართველოდან – თქვენ კიდევ დღევანდელი დღე მოგწონთ, ელიტა ზემდიდარი, ხალხი უკიდურესად ღარიბი” – გიორგი ვაშაძე

მე ჩემი ქვეყანა მტკივა, და იმ ხალხის გაჭირვება მტკივა, რომელიც გარბის საქართველოდან, ეს არის მთავარი. იცოდეთ, რომ ხალხი სხვა რეალობაში ცხოვრობს და იმ ხალხს გაეცით პასუხი“, – ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილს.

როგორც ვაშაძე აღნიშნავს, ქვეყნის ბიუჯეტი ხალხის სასარგებლოდ არ იხარჯება და მხოლოდ ელიტების კიდევ უფრო გამდიდრებისკენაა მიმართული.
მისივე თქმით, სტრატეგიული პროექტების უმრავლესობა დაუსრულებელია, მილიარდობით ლარი კი დახარჯული:

მე ჩემი ქვეყანა მტკივა, და იმ ხალხის გაჭირვება მტკივა, რომელიც გარბის საქართველოდან, ეს არის მთავარი. იცოდეთ, რომ ხალხი სხვა რეალობაში ცხოვრობს და იმ ხალხს გაეცით პასუხი.

23 სტრატეგიული პროექტიდან, 25 მილიარდია დახარჯული და 21 დაუმთავრებელია, სად წავიდა ეს ფული? ეს ხომ ხალხის ფულია, რამდენ კარგ საქმეს გააკეთებდით ამით. მარტო წარსულზე საუბარი, ახლა ჩვენ რომ დავიწყოთ, შევარდნაძის დროს ასეთი იყო უმუშევრობა, სამუშაო ადგილი თითქმის არ არსებობდა 2003 წლამდე, რაზე მელაპარაკებით საერთოდ?!

წარსული კი არა, მომავალზე უნდა ვილაპარაკოთ, რისი გამკეთებლები ხართ, რას მოუტანთ ხალხს, როგორ დახარჯავთ ფულს, რომ სამუშაო ადგილი შეიქმნას და პროდუქციის ფასი შემცირდეს, რომ ადამიანებს ჰქონდეთ ყიდვის შესაძლებლობა.

არ შეიძლება ბიუჯეტი არ ხმარდებოდეს ხალხს, კოლოსალური თანხაა ბიუჯეტში, მაგრამ ეს ხალხის სასარგებლოდ არ იხარჯება, ესაა თქვენსა და ჩვენს შორის სხვაობა, ჩვენ გვინდა ხალხი იყოს დაფასებული ამ ქვეყანაში, თქვენ კიდევ დღევანდელი დღე მოგწონთ, ელიტა ზემდიდარი, ხალხი უკიდურესად ღარიბი”, – განაცხადა ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“უკანონობის ისეთ ეტაპს მივაღწიეთ, რომ შევარდნაძისა და სააკაშვილის ეპოქას ნოსტალგიით ვიხსენებთ!” – ფადი ასლი

საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე, ბიზნესმენი ფადი ასლი ქვეყანაში არსებულ...

“დაველოდოსთ, როგორც ის ბრძენი კაცი იტყოდა😎🤓🤓🤓” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ს მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე სკანდალურ მინიშნებებს აკეთებს: "ბოლო...

“გთავაზობთ ერთიანობის მიღწევის ალტერნატიულ გზას…” – მერაბ მეტრეველი

მერაბ მეტრეველის "შავი პოლიტ-იუმორი": "რადგან ყველა ოპოზიციის ერთიანობას მისტირის და...

“გამარჯვების ფორმულა არის ერთიანობა, სინდისის პატიმრების გათავისუფლება და ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა” –...

ევროპარლამენტის რეზოლუციას, პოლიტიკური შეფასებებით საპატიმროდან ეხმიანება პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის"...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...