კვირა, ივლისი 13, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"თუ საკანონმდებლო ცვლილებები არ განხორციელდება, მიუსაფარი ცხოველების პრობლემის...

“თუ საკანონმდებლო ცვლილებები არ განხორციელდება, მიუსაფარი ცხოველების პრობლემის მოგვარება შეუძლებელი იქნება” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე, შინაური ბინადარი ცხოველების შესახებ საქართველოს პარლამენტში ინიციირებულ საკანონმდებლო პაკეტზე ისაუბრა.

მისი თქმით, შემუშავებული ჰუმანური საკანონმდებლო დოკუმენტი ეფექტიანად აღმოფხვრის შინაური ცხოველების უკანონო გამრავლებისა და ქუჩაში გაგდების პრობლემებს.

რამდენიმე დღეა აქტიურად განიხილება საქართველოს პარლამენტში ინიციირებული საკანონმდებლო პაკეტი ბინადარ ცხოველთა შესახებ. მუნიციპალიტეტებს, რასაკვირველია, პირდაპირ გვეხება ეს საკითხი, რადგან ამ მიმართულებით სერიოზული გამოწვევა გვაქვს. მოხარული ვარ, რომ შემუშავდა საკანონმდებლო დოკუმენტი, რომელიც საკმაოდ ჰუმანურია, ამავე დროს კი ეფექტიანად აღმოფხრის შინაური ცხოველების უკანონო გამრავლებისა და ქუჩაში გაგდების პრობლემებს, რაც, სამწუხაროდ, ხშირია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული პრობლემის გადაჭრა თითოეული მუნიციპალიტეტისგან კონკრეტულ ქმედებებს მოითხოვს.

ხშირად გვითქვამს, რომ თუ საკანონმდებლო ცვლილებები არ განხორციელდება, აღნიშნული პრობლემის მოგვარება შეუძლებელი იქნება. ეს ერთდროულად უნდა გაკეთდეს მთელ ქვეყანაში. მუნიციპალიტეტებმა უნდა გადადგან კონკრეტული ნაბიჯები, რომ აღნიშნული პრობლემა მოგვარდეს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, აღნიშნული დოკუმენტის დისკრედიტაციის მიზნით, დეზინფორმაცია ვრცელდება.

ბოლო კვირის განმავლობაში გავრცელდა არაერთი დეზინფორმაცია და ტყუილი, რომლითაც ცდილობენ, ჯერ კიდევ დაუმტკიცებელი დოკუმენტის დისკრედიტაციას. ასე ცდილობენ წლობით მოუგვარებელი საკითხი ისევ ხელუხლებელი დარჩეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ყაველაშვილისთვის შეწყალების თხოვნით მიმართვა ისედაც იგულისხმებდა მის აღიარებას” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია მიხეილ ყაველაშვილის მიერ დაპატიმრებული ოპოზიციონერი...

გიორგი ვაშაძე: “გამარჯვების გზა მარტივია, უკომპრომისობა ქოცებთან – კომპრომისი ერთმანეთთან”

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, მმართველი გუნდის მიმართ საერთო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...