კვირა, ივლისი 13, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"წარმოიდგინეთ როგორ ადგას ყელზე პუტინს სააკაშვილი, რომ ნავალნის...

“წარმოიდგინეთ როგორ ადგას ყელზე პუტინს სააკაშვილი, რომ ნავალნის “რუსი სააკაშვილი” უწოდა!!” – თაკო ჩარკვიანი

რუსეთის ციხეში გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის  საქართველოს მე-3 პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან შედარების შეუძლებლობაზე დაფიქსირებულ ცალკეულ პოზიციებს, კონკრეტული შედარებითი ფაქტებით, ეხმაურება პარტია “კანონი და სამართლის” თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი:

ნავალნის ნუ ადარებთ სააკაშვილსო დაწერა ზოგიერთმა (“ნაც მოძრაობის” დროს, ყოფილი მაღალი თანამდებობის პირის ცოლმა), ზოგიერთმა “ქოცნების” წევრმაც, ზოგიერთმა მოოპოზიციო პოლიტ კეკლუცმა და “მატრაკვეცამ” და ა.შ….

უი, არა ბატონებო, არც ვადარებ ნავალნის სააკაშვილს, როგორ გეკადრებათ?! ნავალნის (რომელიც პუტინის ტერორისტულმა რეჟიმმა მოკლა) სურვილი ჰქონდა და იბრძოდა, უნდოდა აეშენებია სახელმწიფო ინსტიტუტები, მას სურვილი ჰქონდა მომავალში აეშენებია დასავლური ტიპის ინსტიტუციებით სახელმწიფო და ამის გამო მოკლეს, ხოლო სააკაშვილმა უკვე ააშენა!!!

ახლა წარმოიდგინეთ როგორ ადგას ყელზე პუტინს სააკაშვილი, რომ ნავალნის “რუსი სააკაშვილი” უწოდა!! ასე, რომ ვერ შევადარებ! “ნავთქურებიანი”, კორუფციაში “ჩამპალი” ქვეყანა ჩაიბარა და დასავლური ინსტიტუტები ააშენა-შექმნა. ჰოდა, თან როდის და რა პერიოდში მიიღო უდიდესი დარტყმა პუტინისგან, მაშინ როცა მსოფლიომ ასე ზუსტად ჯერ კიდევ არ იცოდა და არ სჯეროდა ბოროტი იმპერიის ასე შორს წასული ზრახვებისა, ასე რომ “მშვიდად” იყავით “პაივცემულო კეკლუცო ოპონენტებო”, არ და ვერ შევადარებ სააკაშვილს ნავალნის!

თავისუფლება პუტინის პატიმარ მიშა სააკაშვილს!✌️” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თაკო ჩარკვიანი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“შემდეგი ალბათ იქნება შეირაღებული ძალების მთლიანად გაქრობა და ქვეყნის გადაცემა რუსეთისთვის” – მიხეილ სააკაშვილი

მმართველი გუნდის კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, მძიმე მოლოდინებით, ეხმაურება საქართველოს მე-3...

“ასე გვაკლდება კაცები და ვრჩებით მოგონებებთან” – ნადიმ ხმალაძე ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში ნაბრძოლი ნადიმ ხმალაძე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს...

“ჩვენ რომ რადიკალური ძალაუფლება არ გვქონდეს, მის დასაბალანსებლად რადიკალური წინააღმდეგობა არ იქნებოდა საჭირო” –...

"რადიკალიზმის ბალანსის თეორია" არჩილ გამზარდიას პოზიციაში: "ჩვენ რომ რადიკალური ძალაუფლება...

კახა კალაძე ენჯეოებზე: “ისინი ჩართულები იყვნენ რევოლუციურ სცენარში და მცდელობები ჰქონდათ, ქვეყანაში მოეწყოთ სახელმწიფო...

თბილისის მერის განცხადებით, საქართველოში არსებული რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...