კვირა, ივლისი 13, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"როგორ შეიძლება დღის წესრიგში არ იდგეს მიხეილ სააკაშვილის...

“როგორ შეიძლება დღის წესრიგში არ იდგეს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი, მით უმეტეს, ნავალნის გარდაცვალების შემდეგ?!” – გიორგი ვაშაძე

მთელი მსოფლიოს მასშტაბით დღის წესრიგში კიდევ ერთხელ მკაფიოდ დადგა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი, მეგობრებო, ეს არ პარტიული მიკერძოებულობის თემა, ეს არის საკითხი, თუ რა ტიპის სახელმწიფოს ვაშენებთ,” – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ვაშაძის თქმით, ნავალნის გარდაცვალების შემდგომ, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი დღის წესრიგში კიდევ ერთხელ დადგა, რასაც მსოფლიო ლიდერების განცხადებებიც მოწმობს:

მთელი მსოფლიოს მასშტაბით დღის წესრიგში კიდევ ერთხელ მკაფიოდ დადგა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი, მეგობრებო, ეს არ პარტიული მიკერძოებულობის თემა, ეს არის საკითხი, თუ რა ტიპის სახელმწიფოს ვაშენებთ ჩვენ – ვაშენებთ ევროპული ტიპის დემოკრატიას, თუ ვაშენებთ სახელმწიფოს, სადაც ყოფილი პრეზიდენტები ციხეში არიან გამოკეტილნი უმძიმესი ჯანმრთელობის მდგომარეობით. ვაშენებთ სახელმწიფოს, რომელიც მაგალითია იმისა, რომ ქვეყანა წინ მიდის, თუ უბრალოდ დაპირისპირებაზეა აგებული.

როგორ შეიძლება დღის წესრიგში არ იდგეს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი, მით უმეტეს, ნავალნის გარდაცვალების შემდეგ, მთელი მსოფლიო ლიდერები ამას პირდაპირ აკავშირებენ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კითხვა დაუსვა არა მხოლოდ სალომე ზურაბიშვილს, არამედ მთელ საქართველოს და იმ ძალას, რომელსაც მიემართება კითხვა, თუ როდემდე აპირებს ასე გაგრძელებას, საქართველოს საზოგადოების გახლეჩას.

დღეს უმნიშვნელოვანესი საკითხია, რომ საპატიმრო დაწესებულებიდან სააკაშვილის გათავისუფლება მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად, ეს მნიშველოვანია საქართველოსთვის, იმიტომ, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები უყურებენ, თუ როგორ ექცევიან საქართველოს პრეზიდენტს, ეს ჩვენ ვერცერთ შემთხვევაში წინ ვერ წაგვიყვანს, ამიტომ მე ვუერთდები იმ ხელმოწერების კამპანიას, რომელიც დაიწყო მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით და საზოგადოებას მოვუწოდებ, ყველამ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია, რომ ავაშენოთ ერთიანი, ძლიერი, დემოკრატიული საქართველო,” – განაცხადა ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ევროპარლამენტის რეზოლუციაში არის ერთი მეტად საგანგაშო პუნქტი, სვიფტიდან გათიშვა” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

პაატა მანჯგალაძე: “რეჟიმის ჩამოშლა დაწყებულია და ახლა მთავარი საკითხია როდის გამოვიყენებთ ცვლილების წინაპირობებს...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე მმართველ გუნდში სექმილ...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

კახა კალაძე ენჯეოებზე: “ისინი ჩართულები იყვნენ რევოლუციურ სცენარში და მცდელობები ჰქონდათ, ქვეყანაში მოეწყოთ სახელმწიფო...

თბილისის მერის განცხადებით, საქართველოში არსებული რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...