კვირა, ივლისი 13, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"თქვენ გინდათ მუდმივ შიშსა და ტერორში აცხოვროთ ხალხი...

“თქვენ გინდათ მუდმივ შიშსა და ტერორში აცხოვროთ ხალხი და ასეთ რეჟიმებს სამართლიან კონკურენციაში არსებობა არ შეუძლიათ – სულ უბედურებაზე ლაპარაკით არ დაიღალეთ მართლა?!” – პაატა მანჯგალაძე

ვუსმენდი ახლა უმრავლესობის წარმომადგენლებს და არცერთი სიტყვა არ ყოფილა იმ პრობლემებზე, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს აქვთ. ხომ შეიძლება რომელიმე სპიკერმა თავის გაკეთებულ საქმეზე ისაუბროს და მუდმივად არ ილაპარაკოს წარსულზე სიძულვილის ენით,“ – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა უმრავლესობის წევრებს მოუწოდა, რომ წარსულზე სიძულვილის ენით ლაპარაკი შეწყვიტონ და სანაცვლოდ მომავალზე ფიქრითა და საქმის კეთებით დაკავდნენ.

მისივე თქმით, 36 კვირის შემდეგ ოპოზიცია კოალიციურ მმართველობაში გადაინაცვლებს, რასაც საქართველოს ეკონომიკური განვითარება და ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანება მოჰყვება:

ვუსმენდი ახლა უმრავლესობის წარმომადგენლებს და არცერთი სიტყვა არ ყოფილა იმ პრობლემებზე, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს აქვთ. უფრო მეტიც, ხომ შეიძლება ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელიმე სპიკერმა თავის გაკეთებულ საქმეზე ისაუბროს და მუდმივად არ ილაპარაკოს წარსულზე სიძულვილის ენით, მოქალაქეების ერთმანეთთან დაგეშვით. არ მინდა სიტყვების გამოყენება, მერე ამის ნაწილი გავხდები მე თვითონაც. ვინმე რატომ არ გამოჩნდა, რომ გეთქვათ 12 წლის მანძილზე რამე გავაკეთეთ, აქ საუბარი იყო კანდიდატის სტატუსზე და მართლაც მისალოცი ამბავია, უდიდესი დამსახურებაა ქართველებისთვის.

კანდიდატის სტატუსზე განაცხადის შეტანას არ აპირებდით ხალხო, რომ არა ქუჩაში გამოსული ასობით ათასი საქართველოს მოქალაქე, რეკომენდაცია შეასრულეთ სამი, მიიღეთ რუსული კანონი, გამოვიდა ასობით ათასი მოქალაქე ევროკავშირისა და საქართველოს დროშებით და ამ ემოციამ გადაწყვიტა და გადატეხა ის, რომ ყველა ევროპელი ლიდერი ამბობს, რომ საქართველოს ქუჩებში, ევროკავშირისა და საქართველოს დროშებით გამოსული ხალხი ნამდვილად იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ეს არის რეალური ისტორია, რას ყვებით, რა წარსული, სულ წარსულში რომ იყურებით, წინ იმიტომაც ვერ მიდიხართ, ეს არის მთავარი პრობლემა.

აქ ერთ-ერთი პროპაგანდისტული არხის წარმომადგენელი მომსდევდა, რა იქნება 36 კვირის მერე, იქნება რევანში? ნუ გეშინიათ, რა იქნება 36 კვირის შემდეგ? ოპოზიცია იქნება კოალიციურ მმართველობაში, პირველსავე კვირაში შესაძლებელია, რომ 400 000 პენსიონერის, რომელსაც უსამართლო პროცენდიდან გამომდინარე აქვს დავალიანება, ვალის გასტუმრება მოხდება, მყისიერად 200 ლარით გაიზრდება პენსია, ყოველი მესამე ბავშვი, რომელიც შიმშილობს, მოვაგვარებთ მათი კვების პრობლემას.

მომავალზე როცა ვსაუბრობთ, არ შეიძლება ბავშვი შიმშილობდეს და ვლაპარაკობდეთ, რომ ქვეყანა განვითარდა, გამორიცხულია ეს ორივე ერთად. ასევე, დავიწყებთ იმას, რომ სამუშაო ადგილები შეიქმნას, ემიგრანტებმა დაიწყონ დაბრუნება, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის იყოს გვერდში დგომის შესაბამისი პროგრამები, პედაგოგებს ჰქონდეთ ღირსეული ანაზღაურება, აი ეს იქნება 36 კვირის შემდეგ, ჩვენ ასეთი საქართველო გვინდა და თქვენ გინდათ მუდმივ შიშსა და ტერორში აცხოვროთ ხალხი და ასეთ რეჟიმებს სამართლიან კონკურენციაში არსებობა არ შეუძლიათ, სულ უბედურებაზე ლაპარაკი, არ დაიღალეთ მართლა?

პროგრამით გამოდით, იდეით გამოდით, საქმის კეთებაში შევეჯიბროთ ერთმანეთს, სულ წარსული და მერე იმიტომაა მართლაც, რომ უკან ვინც იყურება, წინ ვერ მიდის,“ – განაცხადა მანჯგალაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ეს არა მხოლოდ უდიდესი ღალატის აქტია, არამედ ამ 500 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევთ შემდგომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მწვავე პოზიცია-შეფასება, მმართველი პარტიის...

“მოძალადე რეჟიმის პირობებში არავინ არის დაცული, მათ შორის, ის ადამიანებიც, რომლებსაც დიდი როლი აქვთ...

ბოლო დღეებში საქართველოში მომხდარ კონკრეტულ ფაქტებს მწვავე პოლიტიკური შეფასებებით...

პაატა მანჯგალაძე: “რეჟიმის ჩამოშლა დაწყებულია და ახლა მთავარი საკითხია როდის გამოვიყენებთ ცვლილების წინაპირობებს...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე მმართველ გუნდში სექმილ...

“სასწრაფოდ გვჭირდება გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი, ამის გარეშე ერთიანობა დარჩება ლოზუნგად და არა ძალად” –...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე, პოლიტიკური შეფასებებით, ევროპარლამენტის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...