კვირა, ივლისი 13, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რამდენად აქვს ადგილი სუვერენიტეტში ჩარევას, როდესაც სალომე...

“რამდენად აქვს ადგილი სუვერენიტეტში ჩარევას, როდესაც სალომე ზურაბიშვილს მიუნხენის კონფერენციაზე დავალებებს აძლევენ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით?” – ნინო წილოსანი

მთელი ოპოზიციური ძალისხმევა სააკაშვილის პოლიტიკური რეაბილიტაციისკენ მიემართება. ეს ყველაფერი კი ნათლად ადასტურებს, რომ ამ ერთ ბელადს და მის გიჟურ მოქმედებებს მიბმული ადამიანები და პოლიტიკოსები ხართ“, – განაცხადა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას. მისივე თქმით, ოპოზიციის ქმედებები საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა და მათი ერთადერთი საზრუნავი მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური რეაბილიტაციის საკითხს უკავშირდება.

ოპოზიციური ძალების განცხადებები იწყებოდა ან სრულდებოდა სააკაშვილზე ზრუნვით და მერე დაგვიჯდებით და დაგველაპარაკებით, თუ როგორ წარმოადგენთ მესამე ძალას და ემიჯნებით „ნაციონალურ მოძრაობას“. პირსისხლიანი ჯალათიო ახსენა ბატონმა არმაზმა და ვიფიქრე მიხეილ სააკაშვილზე საუბრობდა, შორს რატომ მიბრძანდებით? აქვე გყავთ პირსისხლიანი ჯალათი, რომელსაც დღენიადაგ იცავთ.

კითხვა ჩნდება ასევე რა დავალებებს და რამდენად სუვერენიტეტში ჩარევას აქვს ადგილი, როდესაც სალომე ზურაბიშვილს მიუნხენის კონფერენციაზე კონკრეტულ დავალებებს აძლევენ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით? ეს არის კოორდინირებული, რაღაც კუთხით ორკესტრირებული და ძალიან სამწუხარო, რაც მათ შორის იწყება ამ დარბაზიდან, თითოეული თქვენის განცხადებით.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არ ჩერდებიან და სალომე ზურაბიშვილს მიმართავენ და ანამუსებენ, რომ სააკაშვილი შეიწყალოს. მე არ მგონია, რომ ეს ცალკე მდგომი პროცესია. ე.წ. პრეზიდენტის დუმილიც სამწუხაროდ ადასტურებს იმას, რომ ეს კოორდინაცია თვალნათელია. კოორდინაცია „ნაციონალური მოძრაობის“ ფორმალურ და არაფორმალურ დაჯგუფებებსა და სალომე ზურაბიშვილს შორის“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დასაჭერი მტრები დაიჭირეთ და წკრუნი არ გავიგონოთ მათი” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“ქოცები რომ წავლენ, მერე რას აპირებთ?!” – ელისო კილაძე

პოლიციელებსა და შუახნის მამაკაცს შორის მომხდარი ინციდენტის შემდეგ, რა...

“გამარჯვების ფორმულა არის ერთიანობა, სინდისის პატიმრების გათავისუფლება და ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა” –...

ევროპარლამენტის რეზოლუციას, პოლიტიკური შეფასებებით საპატიმროდან ეხმიანება პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის"...

“ახალგაზრდებს, ბავშვებს რომ დასდევთ და ნარკოლოგიურში გადაგყავთ, შემოწმება დაიწყეთ თქვენი წრიდან” – ლევან ხაბეიშვილი

“ახალგაზრდებს, ბავშვებს რომ დასდევთ და ნარკოლოგიურში გადაგყავთ, შემოწმება დაიწყეთ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...