შაბათი, აპრილი 20, 2024

გრიგოლ ვაშაძე, ეს ის კაცია, რომელიც ზაფხულში აქციებზე, სცენაზე კი არა, სცენის უკანაც არ შემოუშვა ჩვენმა დაცვამ – შოთა დიღმელაშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის მიერ პროპორციული არჩევნების თაობაზე დაფიქსირებულ პოზიციას ეხმიანება მოძრაობა “სირცხვილიას” ერთ-ერთი ლიდერი შოთა დიღმელაშვილი. აქვე სამოქალაქო აქტივისტი იხსენებს კონკრეტულ ფაქტს, როდესაც აქციების დროს საპროტესტო მოძრაობის დაცვამ გრიგოლ ვაშაძე სცენაზე არ შეუშვა:

“გადმომცეს, გრიგოლ ვაშაძეს კვესიტაძესთან უთქვამს, ჩემი მოთხოვნილია პროპორციული არჩევნები, არაფერი შეგეშალოთო.

შეგახსენებთ, ეს ის კაცია, რომელიც ზაფხულში, აქციებზე, სცენაზე კი არა, სცენის უკანაც არ შემოუშვა ჩვენმა დაცვამ.

ორჯერ გამარჯობის თქმას მოსდევს ხოლმე თავში ავარდნა რიგ შემთხვევებში. კარგია, რომ Nodar Rukhadze-მ წინდახედულობა გამოიჩინა და შეინახა ის ისტორიული დოკუმენტი, რომელზეც ჩამოვწერეთ 21 ივნისს წამოყენებული 3 მოთხოვნა.

პარტიებთან პირობა ერთი იყო: ისარგებლებდნენ ჩვენი სცენით თუ იზიარებდნენ ჩვენს მოთხოვნებს, არაფერს აკლებდნენ და არაფერს ამატებდნენ მათ. აგრეთვე, ყველა პარტიიდან თანაბარი რაოდენობის სპიკერი იქნებოდა და ამ სპიკერებს არა ისინი, არამედ ჩვენ შევარჩევდით.

ძალიან არასწორ ეგოს შეეხო”, – წერს ფეისბუკის პირად გვერდზე შოთა დიღმელაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული