ორშაბათი, ივლისი 14, 2025
27.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სრულიად უტიფარი და უსუსური მცდელობაა, რომ რაიმე პარალელი...

“სრულიად უტიფარი და უსუსური მცდელობაა, რომ რაიმე პარალელი და რაღაც განზოგადების საშუალება ნახონ ნავალნის შემთხვევასა და სააკაშვილის შემთხვევას შორის” – მიხეილ სარჯველაძე

ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების ფაქტზე გაკეთებულ ცალკეულ კომენტარებთან დაკავშირებით:

,,ეს მორიგი სპეკულაციაა, რა თქმა უნდა, “ნაციონალური მოძრაობის”, მისი მეგობრების მხრიდან შემოთავაზებული საზოგადოებისთვის, სრულიად უტიფარი და უსუსური მცდელობაა, რომ რაიმე პარალელი და რაღაც განზოგადების საშუალება ნახონ ნავალნის შემთხვევასა და სააკაშვილის შემთხვევას შორის. არც არსებობს სააკაშვილის შემთხვევა, ამიტომ რა თქმა უნდა, ამაოდ დაშვრებიან, თუკი ეცდებიან რაღაც პარალელის მონახვას.

სამწუხაროდ, შემაძრწუნებელი ფაქტების იყო დახუნძლული მისი სახელმწიფო პერიოდის მოღვაწეობა. პენიტენციურში ყველას კარგად ახსოვს, რა ხდებოდა. არა მხოლოდ პენიტენციურში, გვახსოვს, ეს იყო პერიოდი, სადაც გვამებს ითხოვდნენ სპეციალურად, რაღაც სახელდახელოდ მოწყობილი ოპერაციების დროს და ა.შ.

ამიტომ, ამ ყველაფრის ფონზე, უბრალოდ სპეკულაციაა პირდაპირ ვიტყვი. ეს ყველაზე მარტივად, რბილად და ყველაზე კორექტულად, რომ შევაფასოთ ახლა მცდელობები შემოთავაზებულია აქ პარალელების გავლებასთან.

როდესაც ახლა, ასეთი ტიპის სპეკულაციურ ინტერპრეტაციებს სთავაზობენ საზოგადოებას, უბრალოდ პასუხი უნდა გასცენ კითხვას იმასთან დაკავშირებით, მაგალითად: როგორია მათი დამოკიდებულება გინდა გირგვლიანი, შავაძის, რობაქიძის შემთხვევასთან დაკავშირებით და სხვა’’, -განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ქართულ ოცნებაში” მიმდინარე “რაზბორკები” ადასტურებს, რომ ის თავისი ბუნებით მაფიოზური წარმონაქმნია – გია ნოდია

ქართულ პოლიტიკურ სპექტრში შექმილი რეალობის შესახებ საუბრობს განათლების ყოფილი...

“ასე გვაკლდება კაცები და ვრჩებით მოგონებებთან” – ნადიმ ხმალაძე ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში ნაბრძოლი ნადიმ ხმალაძე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს...

“ასეთია ქოცის ბუნება – შიშში მოკვდება, ყველაფერს შეიზელს, მაგრამ უფროსს ვერაფერს გაუბედავს, საკუთარი აზრიც...

აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ ბატიაშვილი აჭარის მთავრობის ყოფილ...

“მოძალადე რეჟიმის პირობებში არავინ არის დაცული, მათ შორის, ის ადამიანებიც, რომლებსაც დიდი როლი აქვთ...

ბოლო დღეებში საქართველოში მომხდარ კონკრეტულ ფაქტებს მწვავე პოლიტიკური შეფასებებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მაგარ შარშია “ოცნება” – იმდენი იჩალიჩეს, რომ მალე “შავი” პოლიტიკოსები შავად გაურჩევენ საქმეებს” –...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას (არა)სახუმარო პოლიტრეალობა: "მაგარ შარშია "ოცნება" - იმდენი...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“მედროვეების მოგებული ომი არ გაიშვას!” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე შეფასებებით და კონკრეტული...