ორშაბათი, ივლისი 14, 2025
27.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"არ ჯობია, უბრალოდ დაბრიდონ? გააგორონ ღორივით! თუ სამყაროში...

“არ ჯობია, უბრალოდ დაბრიდონ? გააგორონ ღორივით! თუ სამყაროში ვინმე ამას იმსახურებს, ისაა” – ზაზა ბიბილაშვილი რუსეთის გეოპოლიტიკურ მომავალზე და საქართველოზე ასახვაში

,,ჭავჭავაძის ცენტრის” დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი Facebook-ის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს, სადაც საუბრობს იმასთან დაკავშირებით, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს მსოფლიოსთვის და მათ შორის, კერძოდ, საქართველოსთვის რუსეთის ფედერაციის დაშლას:

,,ამდენ პროფესორობას, დებატებს, წუხილს, აღშფოთებას…
არ ჯობია, უბრალოდ დაბრიდონ? გააგორონ ღორივით! თუ სამყაროში ვინმე ამას იმსახურებს, ისაა. ახლა არ თქვათ, სიტუაცია აირევა რუსეთშიო. აირევა და აირიოს. დაჭამონ ერთმანეთი კრემლის კრისებმა.

წაიღოს ჩინეთმა ციმბირი, იაპონიამ – კურილები და სახალინი, ფინეთმა – კარელია, უკრაინამ – ყუბანი, გერმანიამ – აღმოსავლეთ პრუსია, მიიღონ დამოუკიდებლობა თათრეთმა და ჩეჩნეთმა… ბოლოს მაინც ასე მოხდება – შევეჩვიოთ ამ აზრს – ხოდა რაც მალე, მით უკეთესი…

ეგეთი იმპერიები “ბარხატნად” არ იშლებიან, ტყუილად ელის მაგას ვინმე. გვერდითა ეფექტებიც დადებითი ექნება: უცბად გაქრებიან ან მიყუჩდებიან “ოცნება”, ,,პატრიოტთა ალიანსი”, ,,ალტ-ინფო”;

ბორენკა ,,რადნოი” რომელიმე შვილთან გაიქცევა (ჩარტერის ფულს რუბენა ღარიბაშვილი არ დაამადლის, იმედია), ირაკლი კობახიძე თმას გადაიპარსავს, წვერს მოუშვებს და 18-მეტრიანი ავტობუსით იმგზავრებს დილიდან ღამემდე, კიკასავით. კალაძე კრიტიკული არხების საიმიჯო ეთერებში დაჯდება და ცრემლიანი თვალებით გაიხსენებს, როგორც ვარცხნიდა თმებს ანოუკის, რადგან სტილისტის ფული არ ჰქონდა. მოსაყდრე შიო ჩელისტის კარიერას დაუბრუნდება.

ამასობაში, ჩვენც თუ გავიქნევთ ხელს, შეიძლება – ეგება და – ვინძლო! – გვეშველოს კიდეც… აი, ნახეთ, რამდენი პოზიტივია ერთ პოსტში?! შაბათ შალომ ყოველთა!“, – წერს ზაზა ბიბილაშვილი.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მხოლოდ მწყობრი კოორდინირებული ტაქტიკა მოგვიტანს საბოლოო გამარჯვებას” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ვარდების რევოლუციის გამოცდილების გაზიარებას...

“ამაყი ვარ, რომ ჩვენი განხორციელებული პროექტებით, ქალაქში შევქმენით არაერთი მიზიდულობის ცენტრი – სკვერებითა და...

თბილისის მერმა კახა კალაძემ გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული...

“მოძალადე რეჟიმის პირობებში არავინ არის დაცული, მათ შორის, ის ადამიანებიც, რომლებსაც დიდი როლი აქვთ...

ბოლო დღეებში საქართველოში მომხდარ კონკრეტულ ფაქტებს მწვავე პოლიტიკური შეფასებებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მაგარ შარშია “ოცნება” – იმდენი იჩალიჩეს, რომ მალე “შავი” პოლიტიკოსები შავად გაურჩევენ საქმეებს” –...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას (არა)სახუმარო პოლიტრეალობა: "მაგარ შარშია "ოცნება" - იმდენი...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“მედროვეების მოგებული ომი არ გაიშვას!” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე შეფასებებით და კონკრეტული...