შაბათი, აპრილი 19, 2025
9.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარირეგიონის ამბებითორნიკე რიჟვაძე "ბათუმი ავარიული სახლების გარეშე" პროგრამის ფარგლებში...

თორნიკე რიჟვაძე “ბათუმი ავარიული სახლების გარეშე” პროგრამის ფარგლებში მიმდინარე მშენებლობებს გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმის მერთან, არჩილ ჩიქოვანთან ერთად ,,ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ პროგრამის ფარგლებში, კვინიტაძისა და გრიშაშვილის ქუჩებზე საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო. აღნიშნულ მისამართებზე საცხოვრებელი ფართები 120 ოჯახზეა გათვალისწინებული.

ამ ეტაპზე მშენებლობა და გამაგრება-რეაბილიტაცია მიმდინარეობს 9 მისამართზე და უკვე დასრულდა 12 მისამართზე.

,,ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ პროგრამის განხორციელების შედეგად 3000-ზე მეტი ოჯახისთვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემო შეიქმნება. მოსახლეობას ბინები სრულად გარემონტებულ მდგომარეობაში გადაეცემა.

ავარიული სახლების პროგრამის განხორცილებისთვის 100 მილიონი ლარი დაიხარჯება.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. მთავრობის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დროა ყველას და ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი! დროა ჩვენი ფლანგი გაერთიანდეს და საბოლოო გამარჯვება...

,,სტრატეგია აღმაშენებლის” ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი, ლაშა დიაროვი სოციალურ ქსელში...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...