სამშაბათი, ივლისი 15, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ღარიბაშვილი არის ივანიშვილის პარტიის სიხარბისა და კორუფციის განსახიერება"...

“ღარიბაშვილი არის ივანიშვილის პარტიის სიხარბისა და კორუფციის განსახიერება” – პაატა მანჯგალაძე

ჩვენ ვუსმენდით გაბოროტებულ ადამიანს, რომელიც სრულად არის მოწყვეტილი რეალობას და ხალხის პრობლემებს,“ – ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებს.

როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი აღნიშნავს, ღარიბაშვილის თითოეული განცხადება მოწმობს, რომ ივანიშვილსა და მის პარტიას ხალხის პრობლემები არ აინტერესებს.

მანჯგალაძე ღარიბაშვილს კორუფციის განსახიერებას უწოდებს და ამბობს, რომ მათი რიტორიკა ძალაუფლების დაკარგვის შიშითაა გამოწვეული:

ჩვენ ვუსმენდით გაბოროტებულ ადამიანს, რომელიც სრულად არის მოწყვეტილი რეალობას და ხალხის პრობლემებს. ნაცვლად იმისა, რომ მათგან ვისმენდეთ სინანულს, 12 წლის მანძილზე ქვეყანაში არსებული სიღარიბის, უმუშევრობის, მაღალი მიგრაციის გამო, კვლავ სიძულვილით კვებავენ საზოგადოებას.

ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ივანიშვილს და მისი პარტიის წევრებს არ აინტერესებთ ჩვენი მოქალაქეების, ხალხის პრობლემები და ნაცვლად ეკონომიკის გაძლიერებისა, ცდილობენ ჩაგვითრიონ სიძულვილის რიტორიკაში, რაც არ გამოუვათ, რადგან ჩვენთვის პრიორიტეტი არის ზუსტად ის საკითხები, რაზეც მოქალაქეები ქუჩაში, სხვადასხვა შეხვედრების დროს გვესაურებიან და სტკივათ.

ეს საკითხებია: მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები, ოჯახების ეკონომიკური გაძლიერება და ემიგრანტების სახლში დაბრუნება, რაზეც არცერთი სიტყვა არ უთქვამს ივანიშვილის პარტიას.

ღარიბაშვილი არის ივანიშვილის პარტიის სიხარბისა და კორუფციის განსახიერება და როგორ შეიძლება ასეთი ადამიანების ხელისუფლებაში ყოფნა. ქართველმა ხალხმა მათ განაჩენი უკვე გამოუტანა და მათი ეს რიტორიკაც ძალაუფლების დაკარგვის შიშისგან არის გამოუწვეული“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“არაფერი გჭამს ისე, როგორც ოჯახის მონატრება, შვილების და ცოლის ჩახუტების სურვილი” – ზურაბ გირჩი...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ემოციური წერილი საპატიმროდან, რომელიც მისი ფეისბუქის...

“დასაჭერი მტრები დაიჭირეთ და წკრუნი არ გავიგონოთ მათი” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“დაუშვებელია პოლიციელზე შეურაცხყოფის მიყენება!” – დიმიტრი სამხარაძე

მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი სამხარაძე სრულ მხარდაჭერას უცხადებს...

“ბიძინა ეტყობა დაიღალა ამ ყოველდღიური დანოსებით და კობახიძის ფრთას დაავალა მოტეხილი ფულის ამოღება!” –...

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე "ქართულ ოცნებაში" შექმნილი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...

“ჩემი აზრით “ლელოსთან” შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი ეხმაურება ევროპარლამენტის რეზოლუციას და თავის პოზიციას...

“ასე გვაკლდება კაცები და ვრჩებით მოგონებებთან” – ნადიმ ხმალაძე ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში ნაბრძოლი ნადიმ ხმალაძე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს...