ხუთშაბათი, მაისი 15, 2025
10.4 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ისეთ სისულელეებს აკეთებენ, სირცხვილისგან მანქანაც კი დაიწვა" -...

“ისეთ სისულელეებს აკეთებენ, სირცხვილისგან მანქანაც კი დაიწვა” – კახა კალაძე ოპოზიციის წარმომადგენლებზე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისთვის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო ბარიერის გადალახვა დიდი წარმატება იქნება, რადგან მათ გამარჯვების არანაირი შესაძლებლობა არ აქვთ.

როგორც მან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილის მიერ გაკეთებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა, „ნაცმოძრაობას“ შეუძლია, მოქალაქეები ატაროს იქ, სადაც უნდა, მათ შორის, „ხმების მცველის სკოლაში“:

არ ვიცი. ალბათ „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ამის საჭიროება, რომ სკოლაში ატაროს ადამიანები, ვინც ხმას ითვლის. ეს მათი უფლებაა და შეუძლიათ იარონ, არანაირი პრობლემა ამაში არაა“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ამასთან, კახა კალაძე აცხადებს, რომ ყველამ კარგად იცის, რას წარმოადგენდა პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე წარსულში და რა საქმიანობით იყო დაკავებული:

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ადამიანები, პოლიტიკური პარტიები დღეს რაღაც სახელებს რომ ირქმევენ, ყველა აღმოცენებულია „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღიდან. შეიძლება მაშინ ბატონი ხაზარაძე არ იყო „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული წარმომადგენელი, მაგრამ ჰქონდა თავისი ფუნქცია, რაც ყველამ კარგად ვიცით, რა იყო.

როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, რა საზიზღრობით გამოირჩეოდნენ და რა სიმძიმით, ყველას კარგად გვახსოვს. დღეს, როდესაც ოპოზიციაში არიან, არაფერი შეცვლილა – იმავეს აკეთებენ, უბრალოდ, ნაკლები რესურსი და შესაძლებლობები აქვთ.

მსგავს ადამიანებს არათუ რაიმე სიმრავლით შეუძლიათ პარლამენტში მოხვედრა, საერთოდ არანაირი შესაძლებლობა არ აქვთ წარმატების. თუ საარჩევნო ბარიერს გადალახავენ, ეს მათთვის ძალიან დიდი წარმატება იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი, მამუკა ხაზარაძისგან განსხვავებით, ყოველთვის ქართულ საქმეს აკეთებდა და დღესაც დგას იქ, სადაც ქვეყნის მომავალს სჭირდება.

ვისმენთ ისეთ განცხადებებს, ქმედებებს თუნდაც პარტია „ლელოდან“, მისი დამფუძნებლების მხრიდან, რომ საოცარია. მუქარებით, ამ განცხადებებით ჩანს, ვინ არიან ისინი და რას წარმოადგენენ. თქვენ წარმოიდგინეთ, ისეთ სისულელეებს აკეთებენ, სირცხვილისგან მანქანაც კი დაიწვა. ეს ყველაფერი პატარა ადამიანების სპეკულაციებია

ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის იყო ამ ქვეყანაში, ყოველთვის აკეთებდა ქართულ საქმეს ხაზარაძისგან განსხვავებით, უამრავი ქველმოქმედება და კეთილი საქმე აქვს გაკეთებული და დღესაც დგას იქ, სადაც ჩვენს სამშობლოს, ამ ქვეყნის მომავალს სჭირდება. ვიცით ხაზარაძეების და ვიღაცების წარსული, ვიცით რით იყვნენ დაკავებული.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შეიძლება ის პოლიტიკური პარტიის წევრი არ იყო, მაგრამ ისეთ სიბინძურეს კადრულობდა და აკეთებდა, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. ასეთ ადამიანებს ყოველთვის გაეცემა შესაბამისი პასუხი“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება,...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეეჰ, მიშა… რამდენ უმადურობას და უბადრუკობას უძლებდი და უძლებ…” – ქეთევან ენუქიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფილოლოგი ქეთევან ენუქიძე სოციალურ...

“ეჰ, სად ბანაობენ ეს ბიჭ-ბუჭები, წარმოდგენაც არა აქვთ…” – გია ხუხაშვილი

"ქართული ოცნების" შიგნით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს...