spot_img
მთავარიარჩევნები"ახლა არის იმ საერთო მიზნის გარშემო გაერთიანების დრო,...

“ახლა არის იმ საერთო მიზნის გარშემო გაერთიანების დრო, რასაც ჰქვია ივანიშვილის პარტიისგან თავისუფალი საქართველო და დასაქმება, როგორც მთავარი იდეა” – გიორგი ვაშაძე

საქართველოს პარლამენტის წევრი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე განცხადებას აკეთებს 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით და პროდასავლურ ოპოზიციას მოუწოდებს, რომ ამ საარჩევნო პერიოდში ერთმანეთისგან და მედიის მიმართ თავდასხმებისგან თავი შეიკავონ :

,,პირველ რიგში მინდა მივმართო ოპოზიციურ პარტიებს და ძალიან ვთხოვო, რომ ნამდვილად არ არის ახლა ის დრო, როცა ერთმანეთში რაღაცა მიზეზები უნდა ვეძიოთ, თუ ვინ უფრო ცუდია ერთმანეთზე. მთავარი პრობლემა ამ ქვეყანის არის ივანიშვილის პარტია.

ამიტომ მინდა ყველას ვთხოვო და მოვუწოდო, რომ რამენაირად ამ საარჩევნო პერიოდში შეწყდეს ეს ურთიერთთავდასხმები, მით უმეტეს, დამოუკიდებელ მედია საშუალებებზე, რომლებიც ისედაც რთულ ვითარებაში ოპერირებენ და ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან ჟურნალისტები, ოპერატორები, ყველა ტელევიზიები აბსოლუტურად და უსამართლო რაღაც ბრალდებებს, დაუსაბუთებელს ნუ წავუყენებთ ერთმანეთს.

ვფიქრობ, რომ ახლა არის, როგორც მინიმუმ იმ საერთო მიზნის გარშემო გაერთიანების დრო, რასაც ჰქვია ივანიშვილის პარტიისგან თავისუფალი საქართველო და დასაქმება, როგორც მთავარი იდეა.

ამიტომ, რაც ნაკლები იქნება კამათი, ყველას გვაქვს რაღაც რაც არის კარგი ჩვენთვის, მოდი ეს კარგი დავინახოთ, ეს კარგი ძალები გავაერთიანოთ, იმისთვის, რომ საბოლოო გამარჯვება ხალხს მოვუტანოთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მე ჩემს ჯვარს გოლგოთამდე ავიტან, როგორი სირთულეებიც არ უნდა მივიღო განგებისგან” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“ჩნდება მარტივი კითხვა: კონკრეტულად რა საიდუმლო ინფორმაცია გადასცა და ვის? ვინ იყო მისი წყარო...

სუს-ის მიერ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას და შემდგომში ცალკეული მედიასაშუალებების...

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“მე ერთი რამ ვიცი მხოლოდ: მე ვცოცხლობ გიგა ავალიანისთვის!” – ეკა კუპატაძე

შვილმოკლული დედის, ეკა კუპატაძის მორიგი ემოციური პოსტი სოციალურ ქსელში,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“სიკეთის და ბოროტების გამიჯვნის ეპიცენტრია ახლა უკრაინა…” – ნიკოლოზ რაჭველი

უკრაინაში გასტროლებით მყოფი ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, სოციალურ...