ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია ,,საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია YouTube-ის საკუთარ პლატფორმით გავრცელებულ ინტერვიუში საუბრობს ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით და კლუბ ,,ბასიანთან“ დაკავშირებით მომხდარ ფაქტს იხსენებს:
,,ყველაზე დიდი პრობლემა არის, რომ ხელისუფლება არ შეიძლება იყოს მგრძნობიარე იმის მიმართ, გააკრიტიკებენ თუ შეაქებენ. ეს საერთოდ უბედურებაა ხელისუფლებისთვის.
ხელისუფლება უნდა იყოს აღჭურვილი პასუხისმგებლობით თავისი მოქალაქეების, პირველ რიგში, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უსაფრთხოების მიმართ.
გასაგებია, რომ არც მაშინ, როდესაც ჩვენ ბასიანში იმ სპეციალური ღონისძიების ჩატარება მოგვიწია და არც დღეს, სამწუხაროდ, ქვეყანას განსაზღვრული ნარკოპოლიტიკა არ აქვს. არც რეპრესიული, არც ჰუმანური, არც ლიბერალური – არანაირი არ აქვს.
როდესაც შენ არანაირი ნარკოპოლიტიკა არ გაქვს გააზრებული/შეთანხმებული საზოგადოების კონსენსუსის შედეგად და ხედავ, რომ სადღაც ყოველ კვირა უბედური შემთხვევები კი არადა, ნარკორეალიზატორების მიერ გაყიდული ნარკოტიკული საშუალებებით ახალგაზრდები გეღუპებიან, იმ პერიოდში, ყოველ შაბათ-კვირას ქალაქი ელოდებოდა კიდევ მორიგ უბედურებას.
როგორ ფიქრობთ, მე რომ მაშინ მეფიქრა შემაქებენ თუ გამიბრაზდებიან, ან რას იფიქრებენ, ან ვინ, როგორ? – მე ამის უფლება საერთოდ არ მქონდა. რა შესაძლებლობა და ინსტრუმენტებიც მქონდა მოქმედების, ისე ვმოქმედებდი.
არ არსებობს ეს ნარკოპოლიტიკა და ფაქტია, რომ სადღაც კლუბში, ღამით, ახალგაზრდა ბავშვები მგვეღუპებიან…“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე