კვირა, მაისი 19, 2024

“რუსული კოლაბორაციონისტული ხელისუფლება აუცილებლად ჩამოშორდება სახელმწიფოებრივობის სადავეებს” – იგორ ნარმანია

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი და პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი იგორ ნარმანია, სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში აცხადებს:

,,ირაკლი კობახიძის იდენტობა არის რუსი გავრილოვის შემომყვანი ამ ქვეყანაში და იმ სკამში, იმ სავარძელში ჩამსმელი, საიდანაც თავის დროზე ზვიად გამსახურდიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

ამიტომ, მან უნდა იცოდეს, რომ სადაც ის გაივლის და ქართველი ხალხი შეამჩნევს, მას აუცილებლად შეექმნება მინიმუმ დისკომფორტი და ის აუცილებლად ძალიან მალე, ოქტომბრის არჩევნებზე აუცილებლად მოშორდება ხელისუფლებას.

რუსული კოლაბორაციონისტული ხელისუფლება აუცილებლად ჩამოშორდება სახელმწიფოებრივობის სადავეებს“, – განაცხადა იგორ ნარმანიამ.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული