ორშაბათი, აპრილი 21, 2025
8.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"აქცია ბუნებრივია, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარის სკამში გავრილოვის ჩამსმელი...

“აქცია ბუნებრივია, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარის სკამში გავრილოვის ჩამსმელი ადამიანი გვევლინება პრემიერად” – ლუკა ჭოხონელიძე ირაკლი კობახიძეზე

სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში, სტუდენტური მოძრაობა ,,ნაბიჯის” ერთ-ერთი დამფუძნებელი, ლუკა ჭოხონელიძე კომენტარს აკეთებს დღეს მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, რომლის მიზანიც, მათი თქმით, ირაკლი კობახიძისთვის წარსულის შეხსენებაა:

,,აქცია ბუნებრივია, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარის სკამში გავრილოვის ჩამსმელი ადამიანი გვევლინება პრემიერად. ეს შემთხვევა უკვე მეორეა ამ ქვეყანაში – გახარიამ დაარბია ხალხი, მაკო გომურს თვალები დათხარა, გადადგა შინაგან საქმეთა მინისტრობიდან და მოგვევლინა პრემიერად, ფაქტობრივად იგივე წრეზე ვტრიალებთ.

ასე, რომ ირაკლი კობახიძის ამ ისტორიულ შენობაში შესვლის შემდეგ, ახალგაზრდები მოვედით ბუნებრივი პროტესტით, რადგან მიუღებელია. იქ ვიდექით 20 ივნისსაც და ყველა იმ აქციაზე ვიდექით, სადაც ადამიანებს ფიზიკურად შეეხნენ, მარტიდან დაწყებული 20 ივნისით დასრულებული.

რაც შეეხება იმას, განვითარდება თუ არა ქვეყანა ეკონომიკურად კობახიძის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში, მანამ სანამ ბიძინა ივანიშვილი იქნება ხელისუფლებაში და შემდგომ ან საპატიო თავმჯდომარედ დაბრუნდება და გვევლინება თითქოს პარტიის რაღაც ღმერთად, მანამდე არაფერი არ შეიცვლება ამ ქვეყანაში; სანამ ბიძინა ივანიშვილი და მისი საცეცები არ მოშორდება ქართულ ხელისუფლებას, მანამდე ეს პრობლემა ეკონომიკურიც, ადამიანების უფლებების დარღვევაც, ადამიანების გამოსახლებებიც და სხვა ნებისმიერი გაგრძელდება და შეუქცევად პროცესებამდე მიგვიყვანს, ეს ბუნებრივი ამბავია .

ასე, რომ კობახიძე იქნება, ირაკლი ღარიბაშვილი იქნება, გიორგი გახარია იქნება თუ სხვა ნებისმიერი ეს ფაქტს და მოცემულობას არ ცვლის’’, – განაცხადა ლუკა ჭოხონელიძემ.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“თუ ვიზალიბერალიზაცია შეგვიჩერეს, პარიზს – პიტერი ჩაანაცვლებს, რომს – სოჭი და ა. შ.” –...

ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შემთხვევაში ალტერნატიულ არჩევანზე საუბრობს ლიდერ ქალთა კლუბის...

“უკვე მეორე წელია რაც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ეს უბადრუკი ბიომასა საპროტესტო აქციებით ხვდება” –...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მძიმე შეფასებებით ეხმაურება საპროტესტო აქციების მონაწილეების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

მიხეილ სააკაშვილი: “შემდეგ დღეებში გაფორმდება უკრაინის გამარჯვება!”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქართულ და უკრაინულ ენებზე...

“მის ბრალეულობას განაპირობებს კონკრენტული ფაქტები და არა ცალკეული ადამიანების, მათ შორის, თუნდაც ბიძინა ივანიშვილის...

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი კომენტარს აკეთებს საგამოძიებო კომისიის...

“ქოცები არიან დასუსტებულები და აჭრილ-აბნეულები” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს...

“სვანეთში რომ არ აღმოფხვრილიყო მკვლელობები, ძარცვა, გატაცებები და გაუპატიურებები, იქ ტურიზმი როგორ განვითარდებოდა?” –...

სვანეთთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, შეკითხვებთის თანხლებით: "სვანეთში...