spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"გვახსოვს "შალიკოს ფანჩატური", დღეს სალომეს რაღაც იქნება -...

“გვახსოვს “შალიკოს ფანჩატური”, დღეს სალომეს რაღაც იქნება – ეს ფილმი უკვე ნანახი გვაქვს” – კახა კალაძე პრეზიდენტთან მიმდინარე კონსულტაციებზე

ეს ფილმი უკვე ნანახი გვაქვს, სიახლე არაფერია“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის მიმდინარე კონსულტაციებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციის წარმომადგენლებს საკუთარი ქვეყნის მიმართ არანაირი სიყვარული არ გააჩნიათ და პოლიტიკაში მომავალი არ აქვთ.

ეს ფილმი უკვე ნანახი გვაქვს, ამაში სიახლე არაფერია. გვახსოვს „შალიკოს ფანჩატური“, არ ვიცი რა, მაგრამ დღეს სალომეს რაღაც იქნება. ეს ყველაფერი არაერთხელ გვინახავს.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ესენი უსამშობლო ადამიანები არიან და ამ ქვეყნის მიმართ არანაირი სიყვარული არ გააჩნიათ. როგორ შეიძლება გიყვარდეს ქვეყანა და ხალხს აკადრებდე იმას, რასაც ცხრა წლის განმავლობაში აკეთებდნენ? შეიძლება სხვა მიმართულებით რაღაც გააკეთონ, მაგრამ ამ ადამიანებს პოლიტიკაში არანაირი მომავალი არ აქვთ, რადგან რადიკალიზმი ყოველთვის განწირულია მარცხისთვის.

სალომე ზურაბიშვილი არ იყო, რომ გამოდიოდა და ამბობდა, ქვეყანა არ იმსახურებს სტატუსსო? თუ დაგვავიწყდა? რამეს ხომ არ ვიგონებ, ეს ხომ მისი სიტყვებია?“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ქვეყნის ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის რთულ გზაზე ყველაფერი გააკეთა, თუმცა ამ მიმართულებით გამოწვევები ჯერ კიდევ რჩება.

საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა – შეინარჩუნა მშვიდობა, გაატარა ქვეყნის ინტერესი, დაიცვა ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე და, რა თქმა უნდა, ღირსებით, თავაწეული და არა ცალ ფეხზე დგომით, მიიღო კანდიდატის სტატუსი. ასე ვაპირებთ გაგრძელებას ევროინტეგრაციის რთულ გზაზე. დარწმუნებული ვარ, უამრავი ხელის შეშლა იქნება. ეს საფრთხეები ჯერ კიდევ არსებობს, არსად წასულა, მაგრამ დავიცავთ ჩვენს სამშობლოს და ამ ქვეყნის ხვალინდელ დღეს. სწორედ ასე გვინდა ევროპაში ინტეგრაცია და ქვეყნის ევროპული მომავალი“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გამიხარდებოდა თუ მაქსიმალურად ახლოს იქნებოდით ჩვეულებრივ ხალხთან და მაქსიმალურად შორს ამ ხალხის მჩაგვრელებისგან” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართვა ახლადარჩეული პატრიარქის შიო...

“ღია და დაუნდობელი ბრძოლა მიდის, პირადად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“ვულოცავთ სრულიად საქართველოს ახალი პატრიარქის არჩევას!” – “სტრატეგია აღმაშენებელი”

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელი" მეუფე შიოს სრულიად საქართველოს პატრიარქად არჩევას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...

“ივანიშვილი არც პირველი იქნება და არც უკანასკნელი, ვისაც რეჟიმი ჩამოემხობა, თან შეიძლება სულაც ისეთ...

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის კონკრეტული შეფასება-მოსაზრებები "ქართული...

“ვისაც იმის შნო არ აქვს, პოლიტიკაში თავისი ტ*აკით მოვიდეს და ეს ოპოზიცია ჩააჩოჩოს, ხელისუფლებას...

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, პოლიტიკაში ახალი სახეების შემოსვლის ერთგვარ "წინაპირობას",...

“გია ხუხაშვილის შეგონებებს უნდა ვუსმინო, თუ როგორ ვიბრძოლო პოლიტიკაში” – შალვა ნათელაშვილი

ანალიტიკოს გია ხუხაშვილის მიერ ოპოზიციასთან მიმართებით გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს...