თბილისში, ზაარბრუკენის მოედანზე დადგმულ ქანდაკებასთან დაკავშირებით თავის შეფასებებს აკეთებს “მთავარი არხის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია:
“მედუზა გორგონას ჰგავს, თან ხელებდაბმულს (ძველად ე.წ. საგიჟეში რომ გრძელსახელოებიანი პერანგებით ბოჭავდნენ პაციენტებს)
მოკლედ, ეს ქანდაკება მე არ მომწონს. როგორი cool კონცეპტის მატარებელიც არ უნდა იყოს (დიდად ვერც ეგ გავიგე), ესთეტიურად არანაირად არ მომწონს. თუმცა, მთავარი პრობლემა ის მგონია, რომ სრულიად არაჰარმონიულია გარემოსთან მიმართებით:
ზომაშიც და ფერშიც ნეგატიურად კონტრასტული, გარშემო სივრცის მიერ “შეჭმული” თუ პირიქით, სივრცეში უშნოდ გაჩხერილი“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე.