spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"გვარამია რომელი ახალი სახეა? თუ რაიმე სიბინძურე შეიძლება...

“გვარამია რომელი ახალი სახეა? თუ რაიმე სიბინძურე შეიძლება ადამიანმა მოიფიქრო, ყველაფერი გააკეთა” – კახა კალაძე ნიკა გვარამიაზე

გვარამია რომელი ახალი სახეა? მთელი ამ წლების განმავლობაში თუ რაიმე სიბინძურე შეიძლება ადამიანმა მოიფიქრო, იკადრო, დააბრალო, ყველაფერი გააკეთა“, – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ ნიკა გვარამია სავარაუდოდ პარტიას ქმნის, რომელსაც „ახალი“ ერქმევა:

მე „ძველს“ მივუმატებდი, ალბათ ეს იქნებოდა უფრო სწორი. გვარამია რომელი ახალი სახეა? მთელი ამ წლების განმავლობაში თუ რაიმე სიბინძურე შეიძლება ადამიანმა მოიფიქრო, იკადრო, დააბრალო, ყველაფერი გააკეთა. გვახსოვს ყველას, რა განცხადებებს აკეთებდა თუნდაც სალომე ზურაბიშვილთან მიმართებაში, როგორ მოიხსენიებდა მას? გვახსოვს ის სიუჟეტები, სადაც ისეთი რამეები იკადრა, ისეთებს გვაბრალებდა, პირადად მე, ჩემს ოჯახს; გვახსოვს, როდესაც გენერალური პროკურორი იყო, რას კადრულობდა ეს ადამიანი?

ყველა, ვინც დღეს წარმოადგენს რადიკალურ ოპოზიციას, არიან „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღში აღმოცენებული ადამიანები. დღეს შეიძლება მათ თავიანთმა პატრონებმა უთხრეს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან გაფუჭებული პარტიაა რეპუტაციული თვალსაზრისით, ძალიან დამძიმებულია თავისი წარსულით, იმ ბოროტებით, რომელიც მან ჩაიდინა მართვის დროს. ამ ყველაფერს პარტია თავისით ხომ არ აკეთებდა, ესენი იყვნენ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც მაშინ პარტიის წარმომადგენლები იყვნენ, სხვადასხვა თანამდებობას იკავებდნენ.

ცხადია, ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც იმ ბოროტებას ჩადიოდნენ ცხრა წლის განმავლობაში, რომელიც უმძიმესი იყო ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს უნდათ, ეს ადამიანები წარმოაჩინონ ახალ სახეებად. შეიძლება დაარქვან „ლელო“, „გახარიები“, „დროა“, აგერ „ახალი“ დაურქმევიათ… მცდელობა არის ერთი: საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, უთხრან, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის წარსული და ახალი სახეებით, ახალი ენერგიით უნდა ჩამოყალიბდეს ახალი პარტია. ვინ არიან სინამდვილეში ეს ადამიანები? ისევ ისინი, ვინც წარმოადგენდა „ნაციონალურ მოძრაობას“ სხვადასხვა სახით. ეს არის სამწუხარო რეალობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება კითხვას, რა შანსი ექნება აღნიშნულ პარტიას 2024 წლის არჩევნებში, კახა კალაძე პასუხობს, რომ საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს და შესაბამის ადგილს მიუჩენს.

ქვეყნის მოსახლეობა ძალიან კარგად ხედავს და აფასებს არსებულ სიტუაციას. როდესაც ვამბობდით, რომ არის ზეწოლა ხელისუფლებაზე, მითითებები იმასთან დაკავშირებით, რომ გაიხსნას მეორე ფრონტი, შევუერთდეთ სანქციებს, რომელიც დამაზიანებელი იქნებოდა, პირველ რიგში, ჩვენი ხალხისთვის, ეკონომიკისთვის.

ზუსტად ეგ უნდოდათ, რომ ეს ნაბიჯი გადაგვედგა და შემდეგ მოსახლეობა დაპირისპირებოდა ხელისუფლებას, იმიტომ, რომ როდესაც შენ ხარ ხელისუფალი, გაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა, გაატარო სწორი პოლიტიკა, რომელიც პირველ რიგში სჭირდება შენს ქვეყანას და შენს ხალხს. ზუსტად ამიტომ აგირჩია ხალხმა. ჩვენ რომ გადაგვედგა არასწორი ნაბიჯი, ხალხს ექნებოდა ლეგიტიმური უფლება, დაპირისპირებოდა ხელისუფლებას.

ზუსტად ეგ იყო გათვლა. იმის თქმა მინდა, რომ საზოგადოება კარგად ხედავს, ვინ არიან ეს ადამიანები, რომელნიც დღეს რადიკალურ ოპოზიციას წარმოადგენენ და „ახლებად“ მოაქვთ თავი. რომელი ახალია გვარამია, უსუფაშვილი, სამადაშვილი, ხაზარაძე და ასე შემდეგ. ეს სია უსასრულოა და შეგვიძლია გავაგრძელოთ. ხალხი კარგად ხედავს, ვინ რას წარმოადგენს, ვის ემსახურებიან. ერთი რამ ცხადია, რომ ამ ქვეყანას არ ემსახურებიან და არ აქვთ სურვილი, გაატარონ ამ ქვეყნის ინტერესი და დაიცვან ის. თავიანთი ქმედებიდან გამომდინარე ჩანს ეს ყველაფერი. მათ ჰყავთ თავისი პატრონი, აქვთ თავიანთი ინტერესი და ეს ინტერესები აცდენილია სახელმწიფო ინტერესს. ხალხი, საზოგადოება მათ მიუჩენს შესაბამის ადგილს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ივანიშვილი არც პირველი იქნება და არც უკანასკნელი, ვისაც რეჟიმი ჩამოემხობა, თან შეიძლება სულაც ისეთ...

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის კონკრეტული შეფასება-მოსაზრებები "ქართული...

“შიო მესამე უკვე დაღმავალ გზაზე შემდგარ ეკლესიას ჩაუდგა სათავეში” – გია ნოდია

განათლების ყოფილი მინისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია...

“ვისაც იმის შნო არ აქვს, პოლიტიკაში თავისი ტ*აკით მოვიდეს და ეს ოპოზიცია ჩააჩოჩოს, ხელისუფლებას...

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, პოლიტიკაში ახალი სახეების შემოსვლის ერთგვარ "წინაპირობას",...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...

“ივანიშვილი არც პირველი იქნება და არც უკანასკნელი, ვისაც რეჟიმი ჩამოემხობა, თან შეიძლება სულაც ისეთ...

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის კონკრეტული შეფასება-მოსაზრებები "ქართული...

“გია ხუხაშვილის შეგონებებს უნდა ვუსმინო, თუ როგორ ვიბრძოლო პოლიტიკაში” – შალვა ნათელაშვილი

ანალიტიკოს გია ხუხაშვილის მიერ ოპოზიციასთან მიმართებით გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს...

“ვისაც იმის შნო არ აქვს, პოლიტიკაში თავისი ტ*აკით მოვიდეს და ეს ოპოზიცია ჩააჩოჩოს, ხელისუფლებას...

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, პოლიტიკაში ახალი სახეების შემოსვლის ერთგვარ "წინაპირობას",...