“გამარჯვების კოალიციის” ლიდერი, პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” თავჯდომარე, პარელამენტის დეპუტატი პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს ქვეყანაში შექმნილ რეალობასთან დაკავშირებით:
“საქართველო ივანიშვილის ხაფანგშია და ამ ხაფანგიდან ყველამ ერთად უნდა დავიხსნათ თავი, საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი, დიდი პერსპექტივა, ჩვენ შეგვიძლია მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნა, ამერიკული და ევროპული ინვესტიციების მოზიდვა, ევროკავშირში დაჩქარებული წესით შევიდეთ, მაგრამ ეს მოხდება მხოლოდ მაშინ, როცა ივანიშვილს გავუშვებთ და შეეშვება ამ ქვეყანას.
ორი არჩევანი გვაქვს – ან საქართველო ივანიშვილისთვის ან საქართველო ქართველი ხალხისთვის, ეს არის რეალობა, დანარჩენი, სამწუხაროდ, როგორც თავად თქვა, მას ძალიან მოსწონს დღევანდელი მდგომარეობა და არაფრის შეცვლას არ აპირებს, მითუმეტეს სიღარიბის, უმუშევრობისა და ემიგრაციის კუთხით და სამწუხარო რეალობაა, დიაგნოზი, რომელიც დაგვისვა ნორვეგიელმა ეკონომისტმა – “საქართველოს ექსპორტზე არაფერი არ გააქვს და პირველ ადგილს იკავებს საკუთარი მოსახლეობა“.
26 ოქტომბრის არჩევნები არის არჩევნები, სადაც უნდა გადავწყვიტოთ – გვინდა დასაქმებული საქართველო თუ უმუშევარი ქვეყანა“, – აღნიშნავს გიორგი ვაშაძე.
ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს