spot_img
მთავარიეს საინტერესოაფიქსირებულ ინტერნეტზე ყველაზე დაბალი სიჩქარე რეგიონში საქართველოს აქვს,...

ფიქსირებულ ინტერნეტზე ყველაზე დაბალი სიჩქარე რეგიონში საქართველოს აქვს, ჯამში კი 178 ქვეყნიდან 129-ე ადგილზეა

ინტერნეტის სიჩქარის გლობალური ინდექსის (Speedtest by Ookla Global Index) თანახმად, საქართველოს პოზიცია ორი ადგილით გაუარესდა და ფიქსირებული ინტერნეტის 26.60 მბ/წმ სიჩქარით 178 ქვეყნიდან 129-ე ადგილი დაიკავა. ინტერნეტის სიჩქარის გლობალური ინდექსის თანახმად, 2023 წლის ბოლო მონაცემებით მსოფლიოში ფიქსირებულ ფართოზოლოვან ინტერნეტზე ჩამოტვირთვის საშუალო სიჩქარე 90.93 მბ/წმ, თითქმის 100 მბ/წმ-ია, როცა საქართველოში 26.60 მბ/წმ, რაც ფიქსირებული ინტერნეტის მაღალი ფასითაა გამოწვეული, რაც შეეხება მობილურ ინტერნეტს, მობილური ინტერნეტის საშუალო სიჩქარე კვლევის მიხედვით 49.25 მბ/წმ-ია.

საქართველოს ფიქსირებული დაბალსიჩქარიანი ინტერნეტის მიხედვით ისეთი ქვეყნების რიგებშია, როგორებიცაა: ბოსნია და ჰერცოგოვინა – 28.03 მბ/წმ, ინდონეზია – 27.87 მბ/წმ, მაროკო – 27.59 მბ/წმ, ბუტანი – 26.75 მბ/წმ, ტაჯიკეთი 26.35 მბ/წმ, ლესოთო – 25.37 მბ/წმ, ბენინი – 23.18 მბ/წმ, დასავლეთ საჰარა – 22.96 მბ/წმ და ჯიბუტი – 22.64 მბ/წმ. რაც შეეხება რეგიონს, საქართველო ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარით ჩამორჩება, როგორც რუსეთს (58 ადგილი – 85.15 მბ/წმ.), სომხეთს (96 ადგილი – 49.86 მბ/წმ), ისე თურქეთს (109 ადგილი – 39.78 მბ/წმ), და აზერბაიჯანს (115 ადგილი – 35.25 მბ/წმ).

კვლევის მიხედვით, ფიქსირებულ ინტერნეტზე მაღალი სიჩქარით პირველ სამეულში სინგაპური (270.62 მბ/წმ.), ჰონგ კონგი (266.63 მბ/წმ.) და მონაკო (264.97 მბ/წმ.) არიან, ხოლო მობილურ ინტერნეტზე ყველაზე მაღალი სიჩქარე გაერთიანებულ საემიროებს (303.21 მბ/წმ.), ყატარს (244.44 მბ/წმ) და კუვეიტს (183.83 მბ/წმ.) აქვთ.

რაც შეეხება მობილურ ინტერნეტს, საქართველოს პოზიცია წინა წელთან შედარებით 6 საფეხურით გაუმჯობესდა და 146 ქვეყნიდან 37.78 მბ/წამიანი მობილური ინტერნეტის სიჩქარით 66-ე ადგილი დაიკავა.

მობილური ინტერნეტის დაბალი სიჩქარის კუთხით, ისეთი ქვეყნების რიგებშია, როგორიცაა: ბოტსვანა 40.61 მბ/წმ, ისრაელი – 40.56 მბ/წმ, მავრიტანია – 40.19 მბ/წმ, ჩილე – 37.65 მბ/წმ, მაროკო – 37.56 მბ/წმ, თურქეთი – 36.10 მბ/წმ, უგანდა – 35.14 მბ/წმ, ყაზახეთი – 35.07 მბ/წმ, მოლდოვა 34.75 მბ/წმ სიჩქარით. მობილური ინტერნეტის სიჩქარით კი საქართველო მხოლოდ აზერბაიჯანს (59 ადგილი, 43.80 მბ/წმ.) ჩამორჩება, ხოლო თურქეთს (69 ადგილი – 36.10 მბ/წმ), სომხეთს (92 ადგილი – 26.43 მბ/წმ.) და რუსეთს (99 ადგილი – 24.47 მბ/წმ.) უსწრებს.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია საზოგადოებასთან ურთიერთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

აჭარაში მზარეულების გადამზადება გრძელდება

აჭარის მუნიციპალიტეტებში მზარეულების გადამზადება გრძელდება. ქედისა და შუახევის შემდეგ,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“სიკეთის და ბოროტების გამიჯვნის ეპიცენტრია ახლა უკრაინა…” – ნიკოლოზ რაჭველი

უკრაინაში გასტროლებით მყოფი ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, სოციალურ...