საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ბეჟან ჯავახია Facebook-ის პირად გვერდზე შეფასებას აკეთებს ქართულ მართლმსაჯულების სისტემასთან დაკავშირებით:
,,ძვირფასო დემოკრატებო, დემოკრატიის მამებო და დედებო!
მინდა გკითხოთ და, თუ სალომესგან აღფრთოვანებამ გადაგიარათ, მიპასუხოთ:
რატომ არის მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლო მიშას გადმონაშთი, იქამდე უკეთესი სასამართლო იყო?! შევარდნაძის პროკურორი, მოსამართლეები: რაზმაძე, ბალუაშვილი, ყიფიანი, ალადაშვილი… და სხვ. ზვიადი და ეროვნული ხელისუფლება, რომ “გაასამართლეს” ან ქუჩაში დახვრეტილ მოქალაქეთა გვამებს რომ ასაწყობებდნენ, ის იყო უკეთესი?!
მართლაც ხართ რაფინირებული კომუნისტების მემკვიდრეები!!
მაგ სამართლით, სწორედაც ფრიდონ ინჯიას ემსგავსებით. ისე მოგწონდათ კიდევაც, ისიც ხომ მოქალაქეთა კავშირის მინისტრი იყო“, – წერს ბეჟან ჯავახია.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე