ხუთშაბათი, ივლისი 17, 2025
23.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ყველაფერი მიუთითებს, რომ ირაკლი კობახიძე, ისევე როგორც ივანიშვილის...

“ყველაფერი მიუთითებს, რომ ირაკლი კობახიძე, ისევე როგორც ივანიშვილის პარტია, სრულიად მოწყვეტილია რეალობას, მას არც ხალხი აღელვებს და არც მათი პრობლემები” – გიორგი ვაშაძე

ყველაფერი მიუთითებს, რომ ირაკლი კობახიძე, ისევე როგორც ივანიშვილის პარტია, სრულიად მოწყვეტილია რეალობას, მას არც ხალხი აღელვებს და არც მათი პრობლემები,” – ასე აფასებს “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძისა პასუხებს.

როგორც ოპოზიციონერი ლიდერი აღნიშნავს, ქვეყნისა და ხალხისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე კობახიძეს პასუხები არ გააჩნია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ იგი მთლიანად მოწყვეტილია რეალურ ვითარებას.

ვაშაძის თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემდგომ, ქვეყანა სამუშაო ადგილების სწრაფი ტემპით შექმნითა და ჯანსაღი ეკონომიკით, ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი უნდა გახდეს:

დღეს საქართველოში N1 პრობლემა არის უმუშევრობა და კიდევ ერთხელ უმუშევრობა, შესაბამისად, კობახიძეს კითხვას ვუსვამთ, როგორ აპირებს ის სამუშაო ადგილების შექმნას და რის გაკეთებას აპირებს, ის კი გვპასუხობს, რომ მისთვის დღევანდელი მდგომარეობა მისაღებია და არაფრის შეცვლას არ აპირებს.

ჩვენ ვუსვამთ კითხვას, რომ ელიტა ზემდიდარია, ხალხი უკიდურესად გაჭირვებული, ის კი ამბობს, რომ არა – ეს ყველაფერი თურმე დოვლათის თანაბარი განაწილება ყოფილა ქვეყანაში. ჩვენ ვუსვამთ კითხვას, რომ ეკონომიკა ხომ ადამიანებისთვისაა და ადამიანია საზომი, არა – ის გვეუბნება, რომ ეკონომიკა არის ციფრები და მათემატიკა.

ჩვენ ვუსვამთ კითხვას, რატომ უნდა პრემიერ-მინისტრობა, ის კი ამ კითხვაზე არ გვპასუხობს. შესაბამისად, ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ ირაკლი კობახიძე, ისევე როგორც ივანიშვილის პარტია, სრულიად მოწყვეტილია რეალობას, მას არც ხალხი აღელვებს და არც მათი პრობლემები, ერთადერთი, რაც მას უნდა, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაა. ამიტომ, ივანიშვილის პარტია არაფრის შემცვლელი ამ ქვეყანაში არ არის.

არც უმუშევრობის დასამარცხებლად იბრძოლებს, არც მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შესაქმნელად და არც იმ გაჭირვების გადასალახად, რომელიც დღეს ქვეყანაშია და ასობით ათასი ადამიანი გაურბის სხვა ქვეყნებში. ამიტომ, ჩვენ უნდა მოვემზადოთ არჩევნებისთვის, გავიმარჯვოთ, რომ შევქმნათ, ძლიერი, ეკონომიკურად ჯანსაღი, ადამიანებსა და მათ დასაქმებაზე ორიენტირებული საქართველო, რომელიც დაჩქარებული წესით გახდება ევროკავშირის წევრი,” – განაცხადა ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მხოლოდ მწყობრი კოორდინირებული ტაქტიკა მოგვიტანს საბოლოო გამარჯვებას” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ვარდების რევოლუციის გამოცდილების გაზიარებას...

“ასე გვაკლდება კაცები და ვრჩებით მოგონებებთან” – ნადიმ ხმალაძე ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში ნაბრძოლი ნადიმ ხმალაძე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს...

პაატა მანჯგალაძე: “პოლიტიკური მართლმსაჯულება საქართველოში რეპრესიების იარაღად იქცა”

საქართველოში ბოლო დროს მომხდარ კონკრეტულ მძიმე ფაქტებს მწვავე შეფასებებით...

“სერიული მკვლელები არიან ხელისუფლებაში” – ლევან ხაბეიშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში მძიმე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ეს არა მხოლოდ უდიდესი ღალატის აქტია, არამედ ამ 500 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევთ შემდგომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მწვავე პოზიცია-შეფასება, მმართველი პარტიის...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...