ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, გიორგი კაკუბავა ჟურნალისტებთან კომენტარში შეფასებებსა და განმარტებებს აკეთებს, ადამიანის უფლებათა ცენტრისა (HRC) და მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ წარმოდგენილ კვლევასთან დაკავშირებით:
,,მოგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა ცენტრმა მოამზადა მედია გარემოს კვლევა, რომელიც მნიშვნელოვანი არის თავისი რეკომენდაციებით. კვლევის ფარგლებში გათვალისწინებული რეკომენდაციები მიემართება სახელმწიფო უწყებებს, რაც ხელს შეუწყობს მედია პლურალიზმს, რომელიც ასევე ბმაში არის ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით.
კვლევის ფარგლებში ასევე გამოიკვეთა ტენდეციები და ასევე ის რეზონანსული საქმეები მოხვდა, რომელიც 2023 წელს აქტუალური იყო. მათ შორის გახლავთ ნიკა გვარამიას ქეისი, რომელიც ერთ-ერთი რეზონანსული ქეისი გახლდათ.
ასევე პროექტის ფარგლებში ადამიანის უფლებათა ცენტრი 22 ჟურნალისტს უწევს დახმარებას, 8 თვის განმავლობაში 22 ქეისი აქვს წარმოებაში ორგანიზაციას, სადაც იკვეთება ხელშემშლელი ფაქტები ჟურნალისტებთან მიმართებით. 22 ქეისი 8 თვეში არ არის პატარა მაჩვენებელი, ასევე მნიშვნელოვანია, რომ გამოძიებული იყოს.
უმეტესობა ქეისები გახლავთ ქვემდებარე სპეციალური სამსახურის, აქვე ტენდენციის სახით შეიძლება ითქვას, რომ მყისიერი რეაგირება ხდება, თუმცა უკვე პრობლემა, რომელიც არის წარმოშობილი, ეს არის დაზარალებულის სტატუსი’’, – განაცხადა გიორგი კაკუბავამ.
ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი