კვირა, მაისი 25, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგანსჯის საგანი"სანამ პატრიოტული მოტივით 14-16 წლის ბავშვებს ათრევთ, აგინებთ,...

“სანამ პატრიოტული მოტივით 14-16 წლის ბავშვებს ათრევთ, აგინებთ, წყევლით და დასცინით, კარგად დაფიქრდით, “გარეთ მხდალი, შინ ძლიერი”-ში თქვენ ხომ არ იგულისხმებით, შემთხვევით?…” – გიორგი მარშანია

სოციალურ ქსელში დაწყებულ მსჯელობა-განხილვებს სკოლებში კონკრეტული მასალების, საგნების თუ თემების სწავლებასთან დაკავშირებით და ამ მხრივ გამოთქმული მოსაზრებებთან დაკავშირებით, მათ შორის სკოლის მოსწავლეების მხრიდან, ეხმიანება სცენარისტი, რეჟისორი, პროდიუსერი, მულტიპლიკატორი, ანიმაციური სერიალის “ჟირაფი ჟოზეს” შემქმნელი, გიორგი მარშანია:

რაც შეეხება იმ ვიდეოს, თინეიჯერი რომ კითხულობს, რად მინდა ისტორიის სწავლა, თუ ციფრული ტექნოლოგიები მაინტერსებსო:

ჯერ ერთი, ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ახალმა თაობამ უნდა დასვას ძალიან ბევრი შეკითხვა და მათ შორის ძალიან კრიტიკული და სრულიად მიუღებელიც, ხანდახან მკრეხელური და ხანდახან სასაცილოც, ხანდახან უაზრო და ხანდახან ჭკვიანურიც.

დიახ, მაგ კითხვებით და კითხვებზე პასუხებით ვითარდება თაობა, ზოგადად…

და შენ/ჩვენ რომ პრეტენზია გაქვს, ყველაფერი იცი და შენ გზაზე უნდა გაიაროს ახალმა თაობამ, კითხვას რომ დაგისვამს, ყანწი კი არ უნდა დრუზო თავში, არამედ 2 რამ უნდა გააკეთო:

1) უნდა გასცე არგუმენტირებული პასუხი, მისთვის გასაგებ ენაზე;
2) დაფიქრდე, რატომ დასვა ეს შეკითხვა:
– იქნებ ძალიან ცუდად ასწავლიან ჰაგიოგრაფიას სკოლებში და ვერ დაინტერსდა ბავშვი?
– იქნებ არავის აუხსნია ნორმალურად ჰაგიოგრაფიის მნიშვნელობა მისთვის და შენ ხარ ის პირველი, ვინც უნდა უპასუხოს?
– იქნებ ახალ თაობას სულ სხვა ფორმით უნდა მივაწოდოთ ჩვენი ქვეყნის ისტორია და აქამდე არსებული ფორმები მოძველდა და აღარ მუშაობს?
“სხვა დროა ახლა, სხვანაირი ფიქრია საჭირო”.
– იქნებ მართლაც აღარ სჭირდება შუშანიკის ცოდნა მაგარ აიტიშნიკს?

და კიდევ:
სანამ პატრიოტული მოტივით 14-16 წლის ბავშვებს ათრევთ, აგინებთ, წყევლით და დასცინით, კარგად დაფიქრდით, “გარეთ მხდალი, შინ ძლიერი“-ში თქვენ ხომ არ იგულისხმებით, შემთხვევით?…” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე გიორგი მარშანია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“კლეპტოკრატიულ დიქტატურას ეშინია ჩემი საჯარო გამოჩენის” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს “საზღვრის...

“ბრძოლა “ქართულ ოცნებასა” და ქართულ საზოგადოებას შორის გადასულია მორალურ ჭრილში” – გია ნოდია

განათლების ყოფილი მინისტრი, პოლიტიკის ექსპერტი გია ნოდია ქვეყანაში შექმნილ...

“17 მაისს რომ 1989 წლის 9 აპრილთან ასოცირებულ “ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტების” უკრავენ, მაგაზე უფრო...

"ოჯახის სიწმინდის დღისადმი" გამართულ ღონისძიებაზე მუსიკალურ ფონად სიმღერის -...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“გავმოძრავდეთ ცოტა – იქნებ ჩვენც მოვეწონოთ წუნკალს და დაგვითბეს😊” – ნინო ჯანგირაშვილი თეა წულუკიანზე

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ლევან გაჩეჩილაძესთან საუბრისას თეა წულუკიანის განწყობას,...

“ჩერგო ვერ გაქაჩავს, ვერც სალომე – ნუ შეიქმნით ყალბ მოლოდინებს!” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე "წინააღმდეგობის პლატფორმის" მიერ...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 24-27 მაისის პერიოდისთვის

23 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...