კვირა, მაისი 11, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"უკრაინისთვის თუ პრიორიტეტი სააკაშვილია, მათი გადასაწყვეტია" - კახა...

“უკრაინისთვის თუ პრიორიტეტი სააკაშვილია, მათი გადასაწყვეტია” – კახა კალაძე პოდოლიაკის განცხადებაზე

გამიჭირდება დეტალებში შევიდე და განვსაზღვრო, რა არის უკრაინის პრიორიტეტები, თუმცა პირველი, რაც მინდა, ამ ქვეყანას ვუსურვო, მშვიდობაა“, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას, რომლის თანახმადაც, მიხეილ სააკაშვილის ბედი უკრაინისთვის პრიორიტეტულ საკითხად რჩება.

მისივე თქმით, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი კონკრეტულ დანაშაულშია ბრალდებული და გათავისუფლდება მას შემდეგ, რაც სასჯელის ვადა ამოეწურება.

ყველა ქვეყანას თავისი პრიორიტეტი აქვს. გამიჭირდება დეტალებში შევიდე და განვსაზღვრო, რა არის უკრაინის პრიორიტეტები, თუმცა პირველი, რაც მინდა, ამ ქვეყანას ვუსურვო, მშვიდობაა, იმიტომ, რომ მტერს არ ვუსურვებ, რაც უკრაინაში ხდება – ძალიან დიდი უბედურება, განადგურებული ინფრასტრუქტურა, უამრავი დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქე და ჯარისკაცი, უმძიმე მდგომარეობაა.

ამიტომ, მათთვის თუ პრიორიტეტი სააკაშვილია, მათი გადასაწყვეტია. რაც შეეხება სააკაშვილს, ის არის დამნაშავე – სასჯელს იხდის კონკრეტული დანაშაულისთვის და, რა თქმა უნდა, როდესაც სასჯელს მოიხდის, გათავისუფლდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ბიჭოო, ცოტა ხნით გააჩუმეთ კახი კალაძე🙈 დღეს აღიარებითი ჩვენება მისცა” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ს მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე თბილისის მერის, კახა...

“მეგობარი აქტის” მიღება არის ძალიან მკაცრი გაფრთხილება ივანიშვილისთვის” – თინა ბოკუჩავა

“მეგობარი აქტის მიღება არის ძალიან მკაცრი გაფრთხილება ივანიშვილისთვის -...

“ნუ ბორძიკობთ, გვითხარით პირდაპირ, რომელი პარტიები მიდიხართ თვითმმართველობის არჩევნებზე?!” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...