ოთხშაბათი, მაისი 1, 2024

“ეს უკვე დიდი გამარჯვებაა, რომ გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა თავისუფლები არიან და ამ დიდმა მოძრაობამ დაიბრუნა თავისი 2 თანამებრძოლი” – დავით ჩხობაძე

4 თებერვალს, მიმდინარეობდა მოძრაობა ,,ხმის’’ მიერ ორგანიზებული მარში, რომლის მიზანიც იყო, გამოსახლების შეჩერება. მარში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოდან დაიწყო და საქართველოს პარლამენტის შენობასთან დასრულდა.

ამ თემაზე, ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს აქციის ორგანიზატორი და მოძრაობა ,,ხმის’’ წარმომადგენელი გიორგი ქართველიშვილი:

,,დღევანდელი მარში ერთით ნაკლები მოთხოვნით იმართება, როგორც ვიცით გუშინ ჩვენი მოძრაობის წევრები წინასწარი პატიმრობიდან განთავისუფლდნენ, თუმცა მარშის მთავარი იდეა და მოთხოვნა, რა თქმა უნდა, ძალაშია.

ჩვენი მსვლელობის მთავარი მოთხოვნაა, შეჩერდეს გამოსახლებები და გამოცხადდეს მორატორიუმი. როგორც ვიცით 1000-ზე მეტი გამოსახლება კვლავ ძალაშია, ჩანიშნულია. სულ რაღაც 2 გამოსახლება გადაიდო, კეკელიძეზე მომხდარი წინააღმდეგობის შედეგად.

შესაბამისად, ჩვენი მსვლელობის მოთხოვნა არის გამოსახლებების შეჩერება.’’,- განაცხადა გიორგი ქართველიშვილმა.

სააგენტო ,,პარალელთან’’ კომენტარს აკეთებს სტუდენტური მოძრაობა ,,ნაბიჯის” დამფუძნებელი დავით ჩხობაძე:

,,ეს უკვე დიდი გამარჯვებაა, რომ გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა თავისუფლები არიან და ამ დიდმა მოძრაობამ დაიბრუნა თავისი 2 თანამებრძოლი.

რაც შეეხება ზოგადად პროტესტს, ცხადია ეს არის სამართლიანი, რადგან ადამიანების გამოსახლება ამ ცივ ზამთარში, მინიმუმ, არასწორი და ამორალურია მევახშეებისა და საბანკო სექტორის მხრიდან.

ამ ადამიანების ბრძოლა სოციალური საკითხებისა და უსამართლობის წინააღმდეგ არის ძალიან სწორი, მითუმეტეს დღეს ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ, ქვეყანაში აუცილებელია სოციალური საკითხების წინა ფლანგზე წამოწევა, რადგან ამ ქვეყანაში, ადამიანების სოციალური მდგომარეობა არის ძალიან მწირე და მათ სჭირდებათ საზოგადოების ერთიანობა და სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალურად ხელშეწყობა’’, – განაცხადა დავით ჩხობაძემ.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული