spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"კიდევ დაიღუპა გოგო და კიდევ მოხვდა რეანიმაციაში რამდენიმე...

“კიდევ დაიღუპა გოგო და კიდევ მოხვდა რეანიმაციაში რამდენიმე ახალგაზრდა” – ნათია ფანჯიკიძე

ტრაგიკული ფაქტი, შექმნილი მძიმე რეალობა გახდა ფსიქოლოგის, არტთერაპევტის, ფსიქოთერაპიის ცენტრ “კამარა”-ს დამფუძნებლის ნათია ფანჯიკიძის მიერ სოციალურ ქსელში ემოციური პოსტის გამოქვეყნების მიზეზი:

კიდევ დაიღუპა გოგო და კიდევ მოხვდა რეანიმაციაში რამდენიმე ახალგაზრდა.

ნარკოტიკების მიმართ საფრთხის შეგრძნების მოხსნას იდეალურად ემსახურება მარკეტინგულად კარგად გათვლილი სიტყვები – “კლუბური” – თითქოს რომელიმე სასიკვდილოდ საშიში ნივთიერება გართობასთან ასოცირებული და სოციალური გარემოსთვის ჩვეულებრივი დანამატი იყოს, “სააფთიაქო” – თითქოს ლეგალური წამლის ზედოზირება ვიტამინის, ან ძალიან მარტივი პრეპარატის მიღების შემთხვევაშიც კი არ იწვევდეს მოწამვლას, ან სიკვდილს; “მსუბუქი” – თითქოს თრობის მხრივ მსუბუქი ისევე არ აზიანებდეს ტვინის ემოციურ სისტემას, ან რეცეპტორებს, ან არ აზიანებდეს რუხი ნივთიერების კონცენტრაციას, როგორც “მძიმე”.

ცნობიერების შეცვლა ნებისმიერ ადამიანს გვინატრია ზოგჯერ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ტკივილს ვერ ვუძლებთ, ან მაშინ, როცა ყველაფერი სულერთი და უღიმღამოა და ერთხელ მაინც დავმთვრალვართ ასეთ დროს ყველა, ნივთიერების იმ არჩევანით, რომელიც ხელთ მოგვხვდა, ან უბრალოდ სურვილად დაგვიტოვებია მორალური ტანჯვის გაყუჩების მოთხოვნილება.

როცა ადამიანს რეალობისგან დამცავი გარსის შემოკვრა, გაყუჩება უნდება ხშირად, მითუმეტეს ყოველდღე, ეს მიუთითებს ფსიქიკურ პრობლემაზე.

რა არის ფსიქიკური პრობლემა? არაფერი განსაკუთრებული, არამედ სტრესის გადაუტანლობა, მასთან გამკლავების შეუძლებლობა.

გთხოვთ, ნარკოტიკში ნუ ეძებთ გამოსავალს. ვუმკურნალოთ იმ ტკივილს, ან სიცარიელეს, რომელიც გვაიძულებს გავაყუჩოთ სიცოცხლე და ცოცხალი შეგრძნებები. ტანჯვასა და სიხარულს შორის ისეთივე თხელი ტიხარია, როგორც სიცილსა და ტირილს შორის. ხშირად თუ გააყუჩებ ტკივილს, მალევე, სრულად გაქრება სიხარულიც.

ვისწავლოთ გრძნობების ატანა, ზიდვა. ეს არის შესაძლებელი. არ გეუბნებით ამას ზეპირად. გეუბნებით იმ ცოდნით, რომელიც სწორედ ტკივილის ატანა და შემდეგ მისი ტრანსფორმაცია რომ შემძლებოდა, იმიტომ მივიღე.

დროულად აღმოაჩინეთ თქვენს გრძნობებში გაქცევის, გაყუჩების ან მხიარულების ხელოვნურად გამოწვევის ხშირი სურვილი, როგორც სიმპტომი და მიიღეთ დახმარება. არსებობს ადგილები დღეს, სადაც შეძლებთ თქვენი ცხოვრების მართვის სწავლას.

ერთერთი “კამარაცაა” და უკვე ლივინგ მუზეუმი თბილისი, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ტკივილის გარდაქმნის სახელოსნოდ“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნათია ფანჯიკიძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ გვყავს” – კახა კალაძე

„ქვეყანაში არა პოლიტიკური პატიმრები, არამედ გვყავს კონკრეტული დამნაშავეები, რომლებიც...

“რამდენი უსახური ნაგებობა შენდება ქალაქში და მაინც და მაინც დოქებს მიადგნენ” – რომან გოცირიძე

გავრცელებული ინფორმაციით რიყის დოქების დემონტაჟის გადაწყვეტილებაა მიღებული და მის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ვერ გავარკვიე ამ ბოდვითი დიარეის მოსმენის მიზანი რა არის – პროკურატურა იზიარებს ამ ყველაფერს...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე ზურაბ...

“მინდა წინასწარ განვაცხადო, რომ თუ შეგხვდებათ ვიდეო, აუდიო ან რაიმე სხვა სახის ჩანაწერი, რომელშიც...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, "კლინიკა ვივამედიდან"...

“ამ დროისთვის, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია” – მაია მუმლაძე მურთაზ ზოდელავაზე

ე.წ. "4 ოქტომბრის საქმეზე" მსჯავრდებული მურთაზ ზოდელავა, ჯანმრთელობის მდგომარეობის...