სამშაბათი, მაისი 13, 2025
11.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ირაკლი კობახიძეს უდიდესი როლი აქვს პარტიის აღმშენებლობაში, დარწმუნებული...

“ირაკლი კობახიძეს უდიდესი როლი აქვს პარტიის აღმშენებლობაში, დარწმუნებული ვარ, როგორც პრემიერ-მინისტრი, წარმატებული იქნება” – კახა კალაძე

თბილისის მერმა კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ ყრილობის დასრულების შემდეგ მედიასთან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ირაკლი კობახიძეს სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

მისი თქმით, ირაკლი კობახიძეს „ქართული ოცნების“ სტრუქტურულ გაძლიერებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის:

ირაკლი კობახიძე წარდგენილია მთავრობის მეთაურად პრემიერ-მინისტრის რანგში. მინდა, თავის გუნდთან ერთად წარმატებები ვუსურვო. მნიშვნელოვანი წელი გველოდება. ის სირთულეები რაც იყო, არსად წასულა. ერთიანი ძალისხმევით უნდა შევძლოთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და მშვიდობის შენარჩუნება. ირაკლის უდიდესი როლი აქვს პარტიის აღმშენებლობასა და სტრუქტურულ გაძლიერებაში. დარწმუნებული ვარ, როგორც პრემიერ-მინისტრი, წარმატებული იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, „ქართულ ოცნებას“ საზოგადოების დიდი მხარდაჭერა აქვს, რაც იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში კონსტიტუციური უმრავლესობა მოიპოვოს.

პარტიას უკვე დაწყებული აქვს მზადება 2024 წლის არჩევნებისთვის. უამრავი არჩევნები მაქვს ჩატარებული ამ გუნდთან ერთად, ასეთი მხარდაჭერა, როგორიც დღეს აქვს „ქართულ ოცნებას“ 2012 წლის შემდეგ არ მახსოვს. ეს მაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ ერთადერთი პოლიტიკური ძალა არის „ქართული ოცნება“, რომელსაც მართლა შეუძლია, კონსტიტუციური უმრავლესობით მოვიდეს ხელისუფლებაში. პარტია ყოველმხრივ გამართულია, სტრუქტურები ძალიან ძლიერი აქვს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ყოველთვის ვიყავი მისი გულშემატკივარი და ეს იმ დროიდან, როცა ჯერ არავინ იცოდა და იცნობდა”...

ირაკლი კობახიძის არჩევას "ქართული ოცნების" თავმჯდომარედ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

“ევროპა ჩვენი მიზანი კი არ არის ის არის გზა, გზა დაცულობისკენ, განვითარებისკენ და სიმშვიდისკენ”...

მმართველი გუნდის მიერ წარმოებულ პროპაგანდასა და ქართველი ერის მიზანზე...

“ორკებს ერთი ენა ესმით – ძალის ენა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება,...

“‼️‼️‼️ იმედი მაქვს ვიღაცას მაინც ექნება ადეკვატური რეაქცია ამ აღვირახსნილებაზე!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ...