spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ვხვდებით "მაიქროსოფთის" წარმომადგენლებს, გპირდებით, ძალიან ბევრი ინვესტიცია შემოვა...

“ვხვდებით “მაიქროსოფთის” წარმომადგენლებს, გპირდებით, ძალიან ბევრი ინვესტიცია შემოვა საქართველოში – მაქსიმუმ ოთხ წელიწადში უმუშევრობას დავამარცხებთ” – გიორგი ვაშაძე

ჩემს უკან არის „მაიქროსოფთის“ ოფისი და ჩვენ ვხვდებით დიდი ამერიკულ კომპანიების წარმომადგენლებს. რა არის მიზანი? ჩვენ გვინდა ამერიკული და ევროპული ინვესტიციები საქართველოში“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ აშშ-ში, „მაიქროსოფთში“ ვიზიტისას განაცხადა.
„გამარჯვების კოალიციის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, შეხვედრაზე განსახილველ მთავარ საკითხებს საქართველოში მსხვილი ამერიკული ინვესტიციების მოზიდვა წარმოადგენდა:

ჩემს უკან არის „მაიქროსოფთის“ ოფისი და ჩვენ ვხვდებით დიდი ამერიკულ კომპანიების წარმომადგენლებს. რა არის მიზანი? ჩვენ გვინდა ამერიკული და ევროპული ინვესტიციები საქართველოში.

რუსეთი არის სანქციების ქვეშ, საქართველოს აქვს შანსი, იქ დახურული კომპანიები წამოვიყვანოთ და შევქმნათ მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები.

ამით უნდა იყოს დაკავებული საქართველოს მთავრობა და ამიტომ გვინდა გამარჯვება, გვინდა შევცვალოთ ის უსამართლობა, რაც ქვეყანაშია, რომ სწრაფი ეკონომიკური განვითარება დავიწყოთ და გპირდებით, ძალიან ბევრი ამერიკული და ევროპული ინვესტიცია ჩამოვა საქართველოში და მათთან ერთად ჩვენ, მაქსიმუმ ოთხ წელიწადში სრულად დავამარცხებთ უმუშევრობას, როგორც N1 პრობლემას საქართველოში.

ამას სჭირდება განათლებული და პატრიოტი ადამიანები ხელისუფლებაში და ამისთვის უნდა დავდგეთ ყველანი ერთად“, – განაცხადა ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“საქართველო არ არის სკოლის მოსწავლე, რომ საშემოდგომო გამოაყოლოს ვინმემ და გამოსწორება მოითხოვოს” – ირაკლი...

მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის თვალსაზრისით კონკრეტულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“სიკეთის და ბოროტების გამიჯვნის ეპიცენტრია ახლა უკრაინა…” – ნიკოლოზ რაჭველი

უკრაინაში გასტროლებით მყოფი ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, სოციალურ...