spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"საქართველოს აქვს შანსი იყოს რეგიონის ლიდერი და მოვიზიდოთ...

“საქართველოს აქვს შანსი იყოს რეგიონის ლიდერი და მოვიზიდოთ ძალიან ბევრი ამერიკული ინვესტიცია, შევქმნათ ტექნოლოგიური ცენტრი საქართველოში” – გიორგი ვაშაძე

“გამარჯვების კოალიციის“ ლიდერებმა – გიორგი ვაშაძემ და თინა ბოკუჩავამ აშშ-ს ციფრულ პალატაში შეხვედრა გამართეს. როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე აღნიშნავს, საქართველოს აქვს შანსი, რომ მსხვილი ამერიკული და ევროპული ინვესტიციები მოიზიდოს.

მისივე თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემდგომ, ოთხ წელიწადში საქართველოში უმუშევარი ადამიანი აღარ იქნება:

რა არის ჩვენი N1 საჭიროება საქართველოში? – ანაზღაურება და ღირსეული სამუშაო ადგილები, ამიტომ ვართ ამერიკაში. ახლა ვიმყოფებით აშშ-ს ციფრულ სავაჭრო პალატაში, ვხვდებით, „მაიქროსოფთის“, “ამაზონისა“ და „გუგლის“ წარმომადგენლებს, ძალიან ბევრ კომპანიას და რატომ? იმიტომ, რომ საქართველოს აქვს შანსი იყოს რეგიონის ლიდერი და მოვიზიდოთ ძალიან ბევრი ამერიკული ინვესტიცია, შევქმნათ ტექნოლოგიური ცენტრი საქართველოში. ჩამოვიტანოთ ცოდნა, კვალიფიკაცია და გამოცდილება, დიდი კომპანიები ჩამოვიყვანოთ, რომ ეკონომიკური განვითარების სწრაფი ნახტომი გავაკეთოთ, რათა შევქმნათ მაღალანაზღაურებადი, ღირსეული სამუშაო ადგილები და რაც მთავარია, ამისთვის ვემზადებით.

ძალიან ფართო წრეებთან გვაქვს საუბარი და ყველა ელოდება ჩვენს დიდ გამარჯვებას ოქტომბერში, რის შემდეგაც სრულიად ახალი ტრანსფორმაციის გეგმას დავიწყებთ. საქართველოში ოთხ წელიწადში უმუშევარი ადამიანი არ იქნება – ამის პირობას გაძლევთ ვაშინგტონიდან და სწორედ ეს არის ჩვენი ვიზიტის მთავარი მიზანი“, – განაცხადა ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“წარმატებას ვუსურვებ ცოტნე ივანიშვილის კარგ წამოწყებას და იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი მომავალში კიდევ...

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი პოზიტიური შეფასებებით ეხმიანება და მხარდაჭერას გამოხატავს...

“ივანიშვილს უკიდურესად ეშინია თქვენი” – მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს მიმართავს

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს მიმართავს: "მინდა ვუთხრა ჩემს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“სიკეთის და ბოროტების გამიჯვნის ეპიცენტრია ახლა უკრაინა…” – ნიკოლოზ რაჭველი

უკრაინაში გასტროლებით მყოფი ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, სოციალურ...